ფილიპ დიმიტროვი - მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციამ სიტუაცია დაძაბულობამდე არ მიიყვანოს

ფილიპ დიმიტროვი - მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციამ სიტუაცია დაძაბულობამდე არ მიიყვანოს

საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებულია და ეს პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი შეფასებით, საარჩევნო კამპანია ძალიან ინტენსიურია და ქვეყნის ბევრ რეგიონს მოიცავს.

"ხალხი მეუბნება, რომ საქართველოში არასოდეს ყოფილა ისეთი საარჩევნო კამპანია, რომელიც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს მოიცავდა და ეს საქართველოს მიღწევაა. თუმცა, გარემო პოლარიზებულია და ეს პრობლემაა. ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა დამახასიათებელი არ არის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდი ტრანსფორმაციების შედეგად ჩამოყალიბდნენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლარიზაციამ სიტუაცია დაძაბულობამდე არ მიიყვანოს არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში", - აღნიშნა დიმიტროვმა.

მისივე განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამას უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტია და, რა თქმა უნდა, ხელისუფლება. ასევე, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად. იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც დასაბუთებულ, ეფექტურ სიტყვას იტყვიან იმის თაობაზე, თუ როგორ ჩატარდა წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები, რათა თქვენ შეძლოთ და გქონდეთ არჩევნების შედეგების ნდობა. შემდეგ მათ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს და გააკეთონ ის, რაც ხალხმა დაუკვეთა", - განმარტა დიმიტროვმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა