უნიკალური მეთოდით ფიზ­მომ­ზა­დე­ბა დატ­ვირ­თვის გა­რე­შეც შესაძლებელია

უნიკალური მეთოდით ფიზ­მომ­ზა­დე­ბა დატ­ვირ­თვის გა­რე­შეც შესაძლებელია

ფიზ­მომ­ზა­დე­ბა დატ­ვირ­თვის გა­რე­შე - ამას მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი თუ მო­ი­ფიქ­რებ­და... მაგ­რამ ასე­ვე მხო­ლოდ ქარ­თველს შე­უძ­ლია თქვას: შე­დეგს ვხე­დავ, მაგ­რამ მა­ინც ვერ ვი­ჯე­რებ, რად­გან ლო­გი­კურ ახ­სნას ვერ ვუ­ძებ­ნი­ო... კაც­მა რომ თქვას, იო­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, და­ი­ჯე­რო, რომ ადა­მი­ანს შე­უძ­ლი­ა, მსუ­ბუ­ქი დატ­ვირ­თვით 30-40 დღე­ში მი­აღ­წი­ოს ისე­თი­ვე შე­დეგს, რის­თვი­საც სხვებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რი, უმ­ძი­მე­სი დატ­ვირ­თვით ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბათ. უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დის ავ­ტო­რი თბი­ლი­სე­ლი ნო­ვა­ტო­რი გუ­ჯა კა­ხა­ძე გახ­ლავთ, რო­მელ­მაც მრა­ვალ­წლი­ა­ნი ძი­ე­ბი­სა და ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებ­სა და მო­ზარ­დებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ შე­ი­მუ­შა­ვა ახა­ლი მე­თო­დი­კა - ფიზ­მომ­ზა­დე­ბა დატ­ვირ­თვის გა­რე­შე, რო­მელ­საც მოკ­ლე დრო­ში მო­აქვს სა­ო­ცა­რი შე­დე­გი. ლა­პა­რა­კია ე.წ. რე­ზო­ნან­სის მოვ­ლე­ნა­ზე, რო­მელ­საც შე­უძ­ლი­ა, ადა­მი­ა­ნის მი­ერ და­ხარ­ჯუ­ლი მცი­რე ენერ­გი­ის­გან ათ­ჯერ მე­ტი ენერ­გია წარ­მოქ­მნას. ბა­ტონ გუ­ჯას ეკუთ­ვნის სირ­ბი­ლის სწავ­ლე­ბის არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აც, რო­მე­ლიც სის­წრა­ფი­სა და ამ­ტა­ნო­ბის მა­ტე­ბას იწ­ვევს. სა­ერ­თო ჯამ­ში კი ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უწყ­ობს ხელს. თა­ნაც, ისე, რომ სპორ­ტსმე­ნი სირ­ბი­ლი­სას... დას­ვე­ნე­ბას სწავ­ლობს! გუ­ჯა კა­ხა­ძე ამ­ბობს, რომ ფიზ­მომ­ზა­დე­ბის მწვრთნე­ლე­ბის კონ­კუ­რენ­ტი არ არის, მაგ­რამ ფაქ­ტია - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სა­ო­ცა­რი მე­თო­დი­კა უკ­ვე ათი წე­ლი­წა­დია არ­სე­ბობს, სა­თა­ნა­დო პო­პუ­ლა­რო­ბა ვერ მო­ი­პო­ვა. მე­ტიც, ამა­ზე ლა­პა­რაკს ისი­ნიც კი ერი­დე­ბი­ან, ვინც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და მი­სი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. რა­ტომ? ამის გარ­კვე­ვა მე­თო­დი­კის ავ­ტორ­თან ვცა­დეთ:

- ერ­თ-ერ­თი მოს­წავ­ლის მშო­ბელ­მა მითხ­რა: შე­დეგს ვხე­დავ, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად ვერ ვხსნი და ამი­ტომ ვერ ვი­ჯე­რე­ბო! ეს სიტყ­ვე­ბი ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს ჩე­მი მე­თო­დი­სად­მი ზო­გად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. არა­და, ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ, სპორ­ტსმე­ნი ისე­თი­ვე შე­დეგს იღებს, რო­გორ­საც რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მძი­მე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­სას... წლე­ბის წინ ჩემს შვილს ფიზ­მომ­ზა­დე­ბის მწვრთნე­ლი დას­ჭირ­და. სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტთან მი­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ რო­ცა ვნა­ხე რო­გორ მუ­შა­ობ­და, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ვუთხ­ა­რი: ასე ხომ 1960-ი­ან წლებ­ში გვა­ვარ­ჯი­შებ­დნენ­-მეთ­ქი. ფიზ­მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა­ში რა უნ­და შე­იც­ვა­ლოს - მოს­წავ­ლე­ებს ტვირ­თავ და ვინც მეტს გა­უძ­ლებს, უკე­თეს ფორ­მა­ში­ა­ო... სწო­რედ იმ­ხა­ნად და­ვიწყე იმა­ზე ფიქ­რი, რი­სი შეც­ვლა შე­იძ­ლე­ბო­და ამ კუთხ­ით. არ­ქი­ტექ­ტო­რი ვარ, "რე­ზო­ნან­სის პრინ­ცი­პი" ვი­ცო­დი და გა­დავ­წყვი­ტე, შე­მეს­წავ­ლა, რა მოხ­დე­ბო­და, თუ "რე­ზო­ნანსს" ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­ვიწ­ვევ­დი. შე­დეგ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა: ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სპორ­ტსმე­ნის მი­ერ და­ხარ­ჯუ­ლი მცი­რე ენერ­გია 10-ჯერ მეტ ენერ­გი­ას წარ­მოქ­მნის!

- მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად სირ­ბი­ლის სწავ­ლე­ბით იწყ­ე­ბა?

- სირ­ბი­ლის უამ­რა­ვი ტექ­ნი­კუ­რი ხერ­ხი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ყვე­ლა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ენერ­გი­ის ხარ­ჯვას მო­ითხ­ოვს, ადა­მი­ა­ნი ნელ­-ნე­ლა იღ­ლე­ბა და ბო­ლოს ჩერ­დე­ბა. მე კი შევ­ქმე­ნი სირ­ბი­ლის სწავ­ლე­ბის არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ა, რო­მე­ლიც სის­წრა­ფის და ამ­ტა­ნო­ბის ბუ­ნებ­რივ მა­ტე­ბას იწ­ვევს და ადა­მი­ა­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ იღ­ლე­ბა. რო­ცა მოს­წავ­ლეს ვე­უბ­ნე­ბი, რომ რა­საც ძუნ­ძულ­ზე ხარ­ჯავს, მთე­ლი ძა­ლით გაქ­ცე­ვის დრო­საც იგი­ვე ენერ­გია და­ე­ხარ­ჯე­ბა, ეცი­ნე­ბა, მაგ­რამ რო­ცა მარ­თლა ასე ხდე­ბა, ძლივს იჯე­რებს. ხუ­თი გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ ბავ­შვმა უკ­ვე იცის, რო­გორ შე­ამ­ცი­როს გრა­ვი­ტა­ცია და, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, უწინ­დელ­ზე ბევ­რად ლა­ღად დარ­ბის... გარ­და ამი­სა, სპორ­ტსმე­ნებს ვას­წავ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს დას­ვე­ნე­ბას, შე­დე­გად, თა­მა­ში­დან და­ქან­ცუ­ლე­ბი კი არა, დას­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი გა­მო­დი­ან. სწო­რად სირ­ბი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სპორ­ტსმე­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ სწო­რად სუნ­თქვის ტექ­ნი­კას, სითხ­ის და­ნა­კარ­გის შევ­სე­ბას, კვე­ბას და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე, ფსი­ქი­კის კონ­ტროლს, ტრავ­მის სწრაფ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ა.შ. რაც მთა­ვა­რი­ა, ჩე­მი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის მხო­ლოდ 10 პრო­ცენ­ტი ეთ­მო­ბა ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბას, და­ნარ­ჩე­ნი 90 პრო­ცენ­ტი კი გო­ნებ­რივ ვარ­ჯი­შებ­ზე მო­დის...

- რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა მზა­დე­ბის სრუ­ლი კურ­სი?

- მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შით 35 დღე­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ისე­თი­ვე შე­დე­გის მიღ­წე­ვა, რა­საც ერ­თწლი­ა­ნი, მძი­მე ვარ­ჯი­შის შე­დე­გად მი­ვი­ღებთ, 47-დღი­ა­ნი კურ­სის შემ­დეგ კი ორ­წლი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შე­დეგს ვი­ღებთ. ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ­თა­გან ფიზ­მომ­ზა­დე­ბის რამ­დე­ნი­მედღ­ი­ა­ნი კურ­სი გა­ი­ა­რეს კა­ხა კა­ლა­ძემ, და­ვით მუ­ჯირ­მა და სან­დრო კო­ბა­ხი­ძემ, სა­მი­ვე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. კა­ხაც და "მუ­მუც" პირ­ვე­ლი­ვე ვარ­ჯიშ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ ქრო­ნი­კუ­ლი ტრავ­მე­ბის­გან, კა­ლა­ძემ ისიც კი შე­მომ­თა­ვა­ზა, ერ­თი თვით მი­ლან­ში წავ­ყო­ლო­დი და იქ გვე­ვარ­ჯი­შა, მაგ­რამ კლუ­ბი მა­ლე­ვე გა­მო­იც­ვა­ლა და ვე­ღარ ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ბა­ხი­ძეს, ჩემ­თან ის ბე­ბი­ამ მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ხერ­ხე­მა­ლი თით­ქმის გაძ­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და, წელ­ში ვერ იმარ­თე­ბო­და. ექი­მე­ბის იმე­დი რომ გა­და­ე­წუ­რა, ჩემ­თან მო­ვი­და, თვი­თო­ნაც კმა­ყო­ფი­ლი წა­ვი­და და შვი­ლიშ­ვი­ლიც მო­მიყ­ვა­ნა. სან­დროს­თან მხო­ლოდ 11 ვარ­ჯი­შის ჩა­ტა­რე­ბა მო­ვას­წა­რი, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რი მო­მზა­დე­ბით მა­ინც ყვე­ლას­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და...

- მგო­ნი, სპორ­ტსმე­ნებ­ზე მე­ტი პა­ცი­ენ­ტი გყავთ...

- ძა­ლი­ან ბევ­რი მო­დის ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბის, დის­კო­ზის, თი­ა­ქა­რის პრობ­ლე­მით. ჩე­მი მე­თო­დით ამ ყვე­ლაფ­რის გან­კურ­ნე­ბა ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა. უცხ­ო­ე­თი­და­ნაც ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მი­კავ­შირ­დე­ბა "სკა­ი­პის" მეშ­ვე­ო­ბით და ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლებს ვუ­ტა­რებ.

- მეთოდის დაპატენტებაზე არ გიფიქრიათ? მით უმეტეს, ვიცი, რომ უცხოეთიდან ბევრი შთავაზება გაქვთ...

- უცხ­ო­ე­თი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მაქვს და დიდ ანაზღ­ა­უ­რე­ბა­საც მთა­ვა­ზო­ბენ, მაგ­რამ მინ­და, ეს მე­თო­დი ჩე­მი ხალ­ხის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნო და ამი­ტო­მაც მირ­ჩევ­ნია აქა­უ­რი გრო­შე­ბი უცხ­ო­ეთ­ში ნა­შოვნ მი­ლი­ო­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა და­პა­ტენ­ტე­ბას, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, რად­გან სხვა ვერ გა­ი­მე­ო­რებს. შე­საძ­ლო­ა, ჩემ­მა მოს­წავ­ლემ სხვებს გა­უ­ზი­ა­როს ის, რაც ის­წავ­ლა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და სა­ერ­თო რე­ცეპ­ტად არ გა­მოდ­გე­ბა. ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვად­გენ იმ 52 ელე­მენ­ტის თან­მიმ­დევ­რო­ბას, რის­გა­ნაც ჩე­მი მე­თო­დი შედ­გე­ბა. ამი­ტო­მაც არა აქვს აზ­რი ამ მე­თო­დის წიგ­ნად გა­მო­ცე­მას.

რატი შელეგია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"