ბიძინა ივანიშვილი - ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 50 მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა გავიყვანოთ

ბიძინა ივანიშვილი - ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 50 მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა გავიყვანოთ

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

კოალიციის ლიდერის განცხადებით, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს", ასევე თითოეულ მაჟორიტარ დეპუტატს, რომელსაც კოალიცია რაიონებში წარადგენს.

"ჩვენ ქვეყნის მასშტაბით არანაკლებ 50 მაჟორიტარი კანდიდატი უნდა გავიყვანოთ და ამით უნდა მივაღწიოთ შთამბეჭდავ გამარჯვებას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამის შემდეგ კოალიციის ლიდერმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. ბორჯომში "ქართულ ოცნებას" გედევან ფოფხაძე წარმოადგენს, ასპინძას - თემურ მაისურაძე, ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ალბერტ ნურბეგიანი იქნება, ადიგენის - ბიძინა გუჯაბიძე, ახალქალაქს - ნორიკ კარაპეტიანი, ხოლო ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატად გურამ კუტალაძე დასახელდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა