ბიძინა ივანიშვილი - ძალიან დიდი ალბათობით ქუჩაში გამოსვლა არ დაგვჭირდება

ბიძინა ივანიშვილი - ძალიან დიდი ალბათობით ქუჩაში გამოსვლა არ დაგვჭირდება

მე ვფიქრობ, რომ ქუჩა არ დაგვჭირდება, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვერავინ ვერაფერს მოახერხებს". "არავითარი გაყალბება არ მოხდება და ძალიან დიდი ალბათობით არც ქუჩაში გამოსვლა დაგვჭირდება. საერთაშორისო დამკვირვებლები უხეშ დარღვევებზე თვალს არ დახუჭავენ და არ მოხდება უხეში დარღვევების გაფორმება. შესაბამისად, ყველაფერი კარგად არის. სააკაშვილს არავინ აპატიებს იმ უხეშ დარღვევებს, რასაც აპირებს. საერთაშორისო დამკვირვებლები და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე ხელს არ მოუწერს", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ქუჩას, "ქართული ოცნების" ლიდერის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს "ერთსაათიანი გამოსვლა". "არც ერთ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, დაპირისპირება არ იქნება. არც ერთი მოქალაქე ჩვენი მხრიდან არ დაზარალდება", - აღნიშნა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ არჩევნების შემდეგ ის ქართველი ხალხის გარდა არავისთან საუბარს და მოლაპარაკებას არ აპირებს.

კოალიციის ლიდერმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მის გუნდსა და ხელისუფლებას შორის პარლამენტში ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება არსებობს. მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანი ხალხის ნების ნაცვლად დღევანდელ ხელისუფლებას გაურიგდეს. "ინფორმაცია, რომ ჩვენ პარლამენტში ადგილებზე შეთანხმებულები ვართ, სიცრუეა, რადგან ხალხს არ ვუღალატებ არასდროს. ამ ინფორმაციას ავრცელებენ მათი სიცრუის მანქანები, რათა არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე, რადგან ყველაფერი მაინც შეთანხმებულიაო. როგორ შეიძლება სააკაშვილს კაცი მოელაპარაკოს და მას დაუჯეროს და ენდოს ხალხის ხმების და ნების საფასურად?! არავითარი 60/40-ზე და არავითარი შეთანხმება არ ყოფილა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა