"ქართული ოცნების", "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "მემარჯვენეების" წარმომადგენლები ბაგრატის ტაძრის კურთხევის შემდგომ დაგეგმილ ტრაპეზს არ ესწრებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა აცნობეს, კოალიციის ლიდერები პატრიარქს სასტუმროს ნომერში ესაუბრნენ, თუმცა ტრაპეზზე არ დარჩნენ.
წინასწარ დაგეგმილი საარჩევნო შეხვედრების გამო უკვე თბილისში გამოემგზავრნენ "ახალი მემარჯვენეებიც". რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატებს", მოძრაობის ლიდერების ინფორმაციით, პარტია დღეს, ქუთაისში, პარტიულ ღონისძიებას გეგმავს, რის გამოც სადილზე დარჩენას ვერ შეძლებენ.
ესწრებიან თუ არა ტრაპეზს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ამ დროისთვის "ინტერპრესნიუსისთვის" უცნობია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბაგრატის ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები, პრეზიდენტის სახელით, ბანკეტზე მიიწვია.