15-მდე მოქალაქემ ქაშვეთის ეზოს გალავანზე წმ. ნინოს ხატის ფემინისტური კარიკატურა გააპროტესტა

15-მდე მოქალაქემ ქაშვეთის ეზოს გალავანზე წმ. ნინოს ხატის ფემინისტური კარიკატურა გააპროტესტა

მოქალაქეთა საინციატივო ჯგუფმა ქაშვეთის ეკლესიის ეზოში გამაფრთხილებელი აქცია, ლოზუნგით "ძირს ექსტრემისტული ათეიზმი და ფემინიზმი" გამართა.

აქციის 15-მდე მონაწილემ ეკლესიის ეზოს გალავანზე წმინდა ნინოს ხატის ფემინისტური კარიკატურა გააპროტესტა, რომელიც 9-10 სექტემბერს დაუდგენელმა პირებმა გამოსახეს, წარწერით "თავისუფლება Pussy Riot"

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა ევგენი მიქელაძემ განაცხადა, სახეზეა ექსტრემისტი ათეისტი და ფემინისტი აქტივისტების ღია და აგრესიული თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის ფასეულობებსა და ღირებულებებზე. მისივე ინფორმაციით, ამ ვანდალურმა, რელიგიური უფლებებისა და მრწამსის შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა უკვე გამოიწვია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება.

აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ქაშვეთის ტაძრის ეზოს კედელზე წმინდა ნინოს ხატის კარიკატურის გამოსახვა წარმოადგენს რუსი და უკრაინელი ექსტრემისტი ათეისტებისა და ფემინისტების ვანდალიზმის საქართველოში გადმოღებისა და დამკვიდრების მცდელობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა რელიგიური გრძნობების მიზანმიმართულ შეურაცხყოფასა და სიწმინდეებზე თავდასხმას.

"ქართველთა განმანათლებლის ფემინისტურ კონტექსტში წარმოდგენა პირდაპირ ეხმიანება Pussy Riot"- ის წევრთა მიერ მაცხოვრის ტაძარში გახმაურებულ ლოზუნგს "ღვთისმშობელო, გახდი ფემინისტი!", - აღნიშა მიქელაძემ.

დღევანდელი გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველს აღნიშნული ფაქტის გამოძიების თხოვნით მიმართეს. ამავდროულად, ამ ფაქტის გამოუძიებლობისა და მსგავსი შემთხვევების გახშირებისას კი ქვეყანაში სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებას არ გამორიცხავენ.

დღევანდელი აქცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" იყო დაანონსებული და მასში 15-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"