"შენთვის ვმღერი... ზღაპრის ბოლო კეთილია" - სიმღერა ივანიშვილისთვის?

"შენთვის ვმღერი... ზღაპრის ბოლო კეთილია" - სიმღერა ივანიშვილისთვის?

მორიგ პაემანზე "კვირის პალიტრამ" მომღერალი მერაბ სეფაშვილი დაპატიჟა. რატომ მიიჩნია საზოგადოებამ მისი ნამღერი - "ჩემი გმირი გიწოდე" პრეზიდენტის მეხოტბეობად და თავად როგორ აფასებს ხელოვანის როლს პოლიტიკაში, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- თქვენს სიმღერებს უსმენს ძველი და ახალი თაობა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელოვანმა, რომ მხოლოდ კონკრეტული თაობის მომღერლად არ დარჩეს?

- პირველ რიგში უნდა ჰქონდეს მუსიკალური განათლება და საკმარისი ინფორმაცია ამ სფეროს შესახებ. არ უნდა იყოს შეზღუდული და ორიენტირებული მხოლოდ ერთ მიმართულებაზე, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში კარგად უნდა ერკვეოდეს. თუკი განსხვავებული სტილის მუსიკა იცი, მაშინ ბევრად ადვილია გემოვნებით აკეთო შენი საქმე. თუ ეს გამოგივა, შენი შემოქმედება დროს გაუძლებს.

- დღევანდელი საზოგადოება რამდენად განებივრებულია სწორედ ასეთი მუსიკოსებით?

- ძალიან ბევრი უგემოვნო პროდუქციაა ბაზარზე, რადგან დღეს სწორედ უგემოვნო მუსიკაზეა მოთხოვნა. ეს იმის ბრალია, რომ მსმენელის არჩევანი მწირია და უსმენს იმას, რასაც წლების განმავლობაში სთავაზობენ. ეს არის არაპროფესიონალიზმზე დაფუძნებული, არც ქართული, არც უცხოური მუსიკა.

- ამბობენ, საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობსო...

- ასე არ არის. ცოტა უტრირებული და გაბუქებულია. რაღაც დოზით არსებობს. ეს ის დოზა არ არის, რაც საჭირო და აუცილებელია, მაგრამ აქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში ქვეყნის მდგომარეობა. შოუბიზნესს ფული ქმნის, საქართველოში კი ამ ინდუსტრიისთვის შესაბამისი თანხები არ არსებობს.

- რამდენიმე თვის წინ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართეთ, რასაც თქვენი სახელობის ვარსკვლავის გახსნაც მოჰყვა.

- არავინ თქვას, რომ არ გაახარებდა ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, მეც არ ვარ გამონაკლისი... ეს ვარსკვლავი რომც არ გაეხსნათ, ჩემთვის კონცერტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ხალხს მაინც ვუყვარვარ და ჩემს მოსასმენად ისევ მოვიდა. ჩემთვის დიდი პატივია ვარსკვლავის გახსნა, რადგან ჩემი ვარსკვლავის გვერდით ისეთი სახელებია, როგორებიცაა ქალბატონი ნინო რამიშვილი, ნანი ბრეგვაძე, სუხიშვილები. ყველაზე ახალგაზრდა ვარ ამ თანავარსკვლავედში (იცინის).

იხილეთ ვრცლად

ასევე იხილეთ: მერაბ სეფაშვილს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"