ლერი ხაბელოვი: ჩემი "დანაშაული"

ლერი ხაბელოვი: ჩემი "დანაშაული"

ქარელში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად ლერი ხაბელოვის დასახელებას გარკვეული დროის შემდგომ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული შეფასება მოჰყვა, - ქარელში კენჭს იყრის ადამიანი, რომელიც საქართველოს დროშის ქვეშ არ გამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი აზრით, ქართველები მძინარე ცხინვალს დაესხნენ თავსო. დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გაიმეორა: ლერი ხაბელოვმა უარი თქვა პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს დროშით გამოსულიყო, რადგან საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს რუსეთის მარიონეტებზე თავდასხმაშიო. რას პასუხობს "ქართული ოცნების" ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი ლერი ხაბელოვი ოპონენტებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ამ ხელისუფლებასთან ჩემი დაძაბული ურთიერთობა ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც სპორტის დეპარტამენტში ვმუშაობდი და იქიდან წამოვედი. მერე იყო ოლიმპიური კომიტეტი და ბადრი პატარკაციშვილი. ვერ მაპატიეს ბადრისთვის მხარდაჭერა. ეგონათ, იოლად მმართავდნენ, მაგრამ მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი და ეს სწყინდათ. ამიტომაც ცდილობდნენ ჩემს შეზღუდვას ჯერ ოლიმპიურ კომიტეტში, ახლა კი ქარელის რაიონში. მათთვის მიუღებელია, რომ დეპუტატობის კანდიდატი ვარ. ყველანაირად ცდილობენ, პარლამენტში არ მოვხვდე. თუ მათთან ხარ, კარგი ხარ, თუ არა და - მტერი ხარ.

რას ნიშნავს მიშას ნათქვამი, საქართველოს დროშის ქვეშ არ დადგაო?! ბევრი ამას კარგად ვერ გაიგებს და განგებ ამბობენ, იქნებ საზოგადოება შეაცდინონ, ჩვენი მტერიაო. კვარცხლბეკზე ავედი, ჩემპიონი გავხდი, თუ როგორ უნდა დავმდგარიყავი ქართული დროშის ქვეშ?

- რა მოხდა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე?

- მე ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ვიყავი. როდესაც სააკაშვილმა თქვა, ქართული დროშის ქვეშ არ დადგაო, ალბათ, ის იგულისხმა, რომ ოლიმპიურ აღლუმზე არ გამოვედი. აღლუმზე გამოსვლა ოლიმპიური ქარტიის თანახმად ნებაყოფლობითია და არ ვიყავი ვალდებული, გამოვსულიყავი. ხშირად სპორტსმენების ნახევარი არ გამოდის აღლუმზე. ამის გამო პეკინში პრობლემა არ შემქმნია. ჩემ გვერდით იყვნენ მაშინ სააკაშვილის თანაგუნდელები, მთავრობის წევრები და ამას ყველა ნორმალურად შეხვდა, მაგრამ ახლა, არჩევნების წინ, როდესაც კენჭს ვიყრი, გაახსენდათ, პეკინის ოლიმპიადაზე "დიდი დანაშაული"რომ ჩავიდინე. თუ მოღალატე ვიყავი, მაშინვე გამოეცხადებინათ, რატომ ამბობენ ახლა, როდესაც ხელში "ქართული ოცნებისა"და სახელმწიფო დროშა მიჭირავს?!

განაწყენებული პრეზიდენტი ტალახს მესვრის, ოლიმპიადის თემა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნით გამოიყენა. თუ 1992 წლამდე საქართველოს დროშით გამოვდიოდი, დღეს რა მეხი დამეცა?! ოთხმოცდაათიან წლებში ბევრად ცუდი დრო იყო. მაშინ ისინი (ოსები) მაცხადებდნენ მოღალატედ, ახლა კი სააკაშვილი, მაგრამ ვიცი, რომ მაშინაც სწორი მიმართულება მქონდა და ახლაც.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა