მიხეილ სააკაშვილი - "მტერს არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩვენი შიდა განსხვავებები გამოიყენოს"

მიხეილ სააკაშვილი - "მტერს არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩვენი შიდა განსხვავებები გამოიყენოს"

მტერს არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩვენი შიდა განსხვავებები გამოიყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ვიღაცეები მოდიან არჩევნებისთვის, ვიღაცეები - სხვა თემებისთვის. მე ერთი რაღაც მინდა - განვითარება, თითოეულ ოჯახში სარგებლის შესვლა. ეს არის ჩვენი ნაციონალური იდეა. ნაციონალური არა იმ გაგებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" იდეაა. ეს იდეა ეკუთვნის ყველა პარტიას და ძალას. ყველა პოლიტიკური პარტია და ყველაფერი დროებითია, ჩვენი ქვეყანა კი არის მუდმივი. ჩვენი ხალხისთვის დახმარების აღმოჩენა არის მუდმივი ინსტიქტი, რომელიც თითოეულ ქართველს უნდა ამოძრავებდეს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური შეხედეულებისაა. ამიტომ, ყველას უნდა ვუთხრა - ჩვენ ასარევი და დასანგრევი ქვეყანა ხომ ყველამ ვიცით, რომ არ გვაქვს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და არ მივცეთ მტერს საშუალება, ჩვენი შიდა განსხვავებები გამოიყენოს", - დასძინა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა