გლდანის ციხესთან შეკრებილი პატიმრების მშობლების ცნობით, მათი შვილები ხშირად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას

გლდანის ციხესთან შეკრებილი პატიმრების მშობლების ცნობით, მათი შვილები ხშირად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას

გლდანის საასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს დილიდან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები და მშობლები პატიმრების ნახვას მოითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რამდენიმე ათეული ადამიანია მისული გლდანის ციხესთან და ისინი ამ დრომდე უშედეგოდ მოითხოვენ ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან, რომ დაუყოვნებლივ შეხვდნენ შვილებს და ნახონ, თუ როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში არიან ისინი.

მსჯავრდებულთა ნათესავების უმეტესობა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ ოჯახის წევრები ხშირად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც ციხიდან გამოტანილი ტანსაცმელი არის დახეული, ხოლო შვილები, როდესაც ე.წ. პაემნებზე ხვდებიან მათ, ერიდებიან მაისურების აწევას და სხეულის ჩვენებას, რადგან ისინი არიან ნაცემები და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს აჩვენებენ სხეულს, კამერები დააფიქსირებენ და შემდგომ უარესად გაუსწორდებიან.

ამასთან, ერთ-ერთი პატიმრის მშობელი, რომელიც ამ წუთას იმყოფება გლდანის დაწესებულებასთან აცხადებს, რომ გუშინ გავრცელებულ კადრებში ამოიცნო თავისი შვილის პროფილი და სურს დარწმუნდეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თუ არა მის შვილს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა