ედუარდ შევარდნაძე: "ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ვა და ხალ­ხი ამო­ი­სუნ­თქავს"

ედუარდ შევარდნაძე: "ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ვა და ხალ­ხი ამო­ი­სუნ­თქავს"

ჯო­ჯო­ე­ბი, მღრღნე­ლე­ბი, მუ­მი­ე­ბი... - ამ ეპი­თე­ტე­ბით ამ­კო­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოპო­ნენ­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და მის ლი­დე­რებს. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ლექ­სი­კონ­ში ახა­ლი ტერ­მი­ნე­ბი გაჩ­ნდა - "კლა­სი" და "კლა­სობ­რი­ვი ბრძო­ლა"... ქვე­ყა­ნა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო ედუ­არდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოპო­ნენ­ტებს ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ისე­თი ეპი­თე­ტე­ბით, რო­გო­რი­ცაა "ჯო­ჯო­ე­ბი, მღრღნე­ლე­ბი, მუ­მი­ე­ბი..." რა შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს ამ­გვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ?

- ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­უშ­ვე­ბე­ლი­ა, ოპო­ზი­ცი­ის ცალ­კე კლა­სად გა­მო­ყო­ფა კი უსა­მარ­თლო­ბა­ა. სხვა სიტყ­ვებს ამ მოვ­ლე­ნის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად ვერც კი ვპო­უ­ლობ. სა­ერ­თოდ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ის პრო­ცე­სი­ა, რო­მელ­მაც უნ­და გა­არ­კვი­ოს ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ურ­თი­ერ­თო­ბა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის. რო­დე­საც სა­პი­რის­პი­რო რამ ხდე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფ­რო იძა­ბე­ბა, ეს მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქტს:

თუ არ ვცდე­ბი, ჯერ კი­დევ 1987 წლის და­საწყი­სში, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლა­ზე ფიქ­რიც კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, მე, რო­გორც ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­მარ­თე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, უა­რი გვეთ­ქვა "კლა­სობ­რივ ბრძო­ლა­ზე", რად­გან ეს ტერ­მი­ნი თა­ვი­სი არ­სით იმ ეტაპ­ზე უკ­ვე სრუ­ლი­ად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და "ა­ხა­ლი აზ­როვ­ნე­ბის" პრინ­ცი­პებს. სწო­რედ ეს გახ­და წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რაც ორი წლის შემ­დეგ მე და აშ­შ-ის იმ­ჟა­მინ­დელ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ჯიმ ბე­ი­კერ­მა გან­ვაცხ­ა­დეთ ვა­ი­ო­მინ­გში, რომ ჩვენ, ორი სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფო, რე­ა­ლუ­რად გავ­ხდით პარ­ტნი­ო­რე­ბი და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთს შო­რის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და, სა­ბო­ლო­ოდ, ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ებ­ში.

- "რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი" - ხში­რად ასე მო­იხ­სე­ნი­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს...

- ეს არის სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე! კაც­მა, რუ­სეთ­ში რაც ება­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­და და მა­ინც რუ­სეთ­თან კავ­შირ­ში სდე­ბენ ბრალს. სხვა­თა შო­რის, მე ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ იმა­ში, რომ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოსს მიზ­ნად ჰქონ­დეს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბა. ეს და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უა­რის თქმას არ ნიშ­ნავს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სულ რომ არა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სათ­ვის და მხო­ლოდ სა­მე­ბის ტა­ძა­რი აე­შე­ნე­ბი­ნა, ღირ­სე­ბად მარ­ტო ეს ეყო­ფო­და, თუმ­ცა მას ჩე­მი ად­ვო­კა­ტო­ბა არ სჭირ­დე­ბა. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ვა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში და ხალ­ხი ამო­ი­სუნ­თქავს!

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერს ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ იმის გა­მოც, რომ თა­ვის დრო­ზე ფი­ნან­სუ­რად აძ­ლი­ე­რებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. რო­გო­რია თქვე­ნი აზ­რი ამ სა­კითხ­ზე?

- მე მათ შე­ვახ­სე­ნებ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აფი­ნან­სებ­და არა მარ­ტო ჩვე­ნი ქვეყ­ნის მმარ­თველ ძა­ლას, არა­მედ ეხ­მა­რე­ბო­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. თა­ნაც, სრუ­ლი­ად უხ­მა­უ­როდ აკე­თებ­და უამ­რავ სა­სი­კე­თო საქ­მეს. რა­ტომ ავიწყ­დე­ბათ, რამ­დე­ნი ბავ­შვის სი­ცოცხ­ლე გა­და­არ­ჩი­ნა?!

- ბევ­რი ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბას შე­ეც­დე­ბა...

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად ძა­ლი­ან დი­დი რე­სურ­სი აქვს: არ­მი­ა, პო­ლი­ცი­ა, გამ­გე­ო­ბე­ბი.­.. ა­სე რომ, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, უფ­რო მე­ტიც, ეს არის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერ­თი ია­რა­ღი და­ვუ­პი­რის­პი­როთ: 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ყვე­ლა უნ­და მი­ვი­დეთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და ხმა მივ­ცეთ სა­სურ­ველ კან­დი­დატს. ეს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბა­ა, მე­რე სხვას რომ არ გა­და­ვაბ­რა­ლოთ ის, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა, ეს არის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ადა­მი­ანს ვე­რა­ვინ წა­არ­თმევს და ეს უფ­ლე­ბა ყვე­ლამ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს.

უცხ­ო­ე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის სიმ­რავ­ლე გარ­კვე­ულ გა­რან­ტი­ას ქმნის სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ გა­დამ­წყვე­ტი ძა­ლა მა­ინც ჩვე­ნი ხალ­ხი­ა, მან უნ­და გან­საზღ­ვროს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ბე­დი, მი­სი მო­მა­ვა­ლი.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პრო­ცე­სე­ბი, თუ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალ­ბდე­ბა? სხვა­თა შო­რის, ბევ­რი ში­შობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას არ მო­ე­რი­დე­ბა...

- მთა­ვა­რი­ა, სა­არ­ჩევ­ნო წე­სე­ბი არ და­ირ­ღვეს! რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, მგო­ნი, ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­ბე­დავს, რად­გან ის პა­სუხს აგებს რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ასე­ვე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შეც. სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა­ა, არ­ჩევ­ნე­ბი კა­ნო­ნი­ე­რად ჩა­ტარ­დეს.

მით უმე­ტეს, 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრშია მოქ­ცე­უ­ლი.

- გარ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ე.წ. მე­სა­მე ძა­ლა, რო­მელ­საც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­ად აღიქ­ვამს. ჩნდე­ბა კითხ­ვა - რა როლს შე­ას­რუ­ლებს ეს ძა­ლა მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში?

- რა თქმა უნ­და, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბიც, მაგ­რამ მა­თი რო­ლი გა­დამ­წყვე­ტი ვერ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ისი­ნი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხმე­ბის ნა­წილს მა­ინც წა­არ­თმე­ვენ.

- და­სას­რულ, ბა­ტო­ნო ედუ­არდ, რას ელო­დე­ბით უკ­ვე მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სა­გან?

- ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს და ეს სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბა­სა და წინ­სვლას მო­უ­ტანს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა