ვანო მერაბიშვილი - მე პირადად უზრუნველვყოფ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის წამება გამოირიცხოს

ვანო მერაბიშვილი - მე პირადად უზრუნველვყოფ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის წამება გამოირიცხოს

მე პირადად უზრუნველვყოფ იმას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი ქმედებები გამოირიცხოს. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც გლდანის #8 საპყრობილეში პატიმართა წამების ფაქტებს გამოეხმაურა.

ამასთან, პრემიერმა გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალებს "აღმაშფოთებელი" უწოდა და განმარტა, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია და ის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.

"გლდანის ციხეში ჩადენილი დანაშული ესაა აღმაშფოთებელი, ამიტომ ყველა, ვინც ამ საქმეშია ჩარეული, დაკავებულია და ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. დაისჯება ყველა შემსრულებელი, დამკვეთი და ორგანიზატორი, მე პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ როგორც ჩვენ პოლიციაში აღმოვფხარით წამების ფაქტები, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ჩვენების გამოძალვისა და აღიარებისთის და უკვე დიდი ხანია ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ აქვს, ისე სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის წამებისა და ღირსების შემზარავი ქმედებები გამოირიცხება. მე ამას პირადად უზრუნველვყოფ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა