ფილიპ დიმიტროვი - ქართულ ციხეში ხდებოდა რაღაც აღმაშფოთებელი

ფილიპ დიმიტროვი - ქართულ ციხეში ხდებოდა რაღაც აღმაშფოთებელი

პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსმა" კომენტარი სთხოვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ ფილიპ დიმიტროვს.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ელჩი გუშინ ქართული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, დიმიტროვმა განაცხადა - "ვიდეომასალა ცხადყოფს, რომ ქართულ ციხეში ხდებოდა რაღაც აღმაშფოთებელი. ბუნებრივია, ხალხი შოკირებულია; ასევე - ბუნებრივი უნდა იყოს ის, რომ ამ ფაქტის უკან მდგომი ადამიანები დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ. მნიშვნელოვანია, საქართველომ და კერძოდ მისმა მთავრობამ ნათლად დააფიქსირონ, რომ ასეთი აქტები დაუსჯელი არ დარჩება, მათზე პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება და დამნაშავეების მიმართ გამოყენებული იქნება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა