"მე-9 არხმა" ახალი ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელიც არასრულწლოვანთა კოლონიაშია გადაღებული. ვიდეოში ასახულია არასრულწლოვანთა არასათანადოდ მოპყრობისა და ცემის კადრები. მთავარი შეკითხვა, რომელსაც არასრულწლოვანს უსვამენ, ქურდებს უკავშირდება: "ქურდებს სცემ პატივს? ქურდებს რა?"
გავრცელებულ ვიდეო მასალაში არასრულწლოვანი ითხოვს, რომ არ სცემონ. თუმცა ციხის თანამშრომლები გაუპატიურებით ემუქრებიან. არასრულწლოვანთა ცემის ფაქტებზე აგებული ვიდეო მასალა "მე-9 არხმა" რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.