პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 10 თანამშრომელია დაკავებული

პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 10 თანამშრომელია დაკავებული

პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით, დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. როგორც მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან: დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე; გლდანის მერვე საპყრობილეს დირექტორი დავით ხუჭუა; დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი; საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე; მერვე საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელია; მერვე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია; კონტროლის ინსპექტორი მანუჩარ ლომთაძე; ოპერატიული მორიგე გელა ცომაია; კონტროლიორი ლევან ფხალაძე; უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა.

"11-ე პიროვნება ვლადიმერ ბედუკაძეს მორიგე ინსპექტორს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. სსს კოდექსი 144-ე პრიმა "წამება" და 144 ტერცია - "დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა" მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით დაკავებულია ათი საჯარო მოხელე. მე-11-ს წარედგინა ბრალი დაუსწრებლად",- აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ