პროკურატურა - დავით აკობია დაკითხვაზე იმყოფება და ის თანამშრომლობს გამოძიებასთან

პროკურატურა - დავით აკობია დაკითხვაზე იმყოფება და ის თანამშრომლობს გამოძიებასთან

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია ამჟამად მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია ამჟამად მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

დავით აკობია თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან უკვე მისცა ჩვენება და აწვდის გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას.

სავარაუდოდ, დავით აკობია ისარგებლებს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა