საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს

 საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ის სტუდენტები მართავენ, რომლებიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან ე.წ. მოდულის შენობისკენ მსვლელობას აწყობენ.

ამ დროისთვის კოსტავას გამზირი დროებით გადაკეტილია აქციის მონაწილეების მიერ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "გააშუქეთ". როგორც მათ განაცხადეს, ისინი მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, სპეციალური გამოშვებები მიუძღვნას "იმ ბარბაროსულ ფაქტს, რომელიც გუშინ ტელევიზიებმა გაავრცელეს.

აქციის მონაწილეების რამდენიმე წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის მიზნით ტელევიზიის შენობაში შევიდა.

სტუდენტების განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება მოსახლეობის ჯიბიდან და შესაბამისად, ვალდებულები არიან ყველაფერი გააშუქონ.

ცოტა ხანში აქციის მონაწილეები კვლავ დაიძრებიან მოდულის შენობისკენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა