არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ძველი და ახალი მე­თო­დე­ბი

არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ძველი და ახალი მე­თო­დე­ბი

რ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის უკ­ვე აპ­რო­ბი­რე­ბულ მე­თო­დებ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ საფ­რთხე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­სა "არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" ირაკ­ლი მე­ლაშ­ვი­ლი:

- არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა იწყ­ე­ბა არა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, არა­მედ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო პი­რო­ბე­ბი რამ­დე­ნად თა­ნა­ბა­რია და ხდე­ბა თუ არა ამომ­რჩევ­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ების ინ­ფორ­მი­რე­ბა სწო­რად. არას­წო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ბო­ლო შემ­თხვე­ვა ევ­რო­კო­მი­სარ შტე­ფან ფი­უ­ლეს პრეს­მდივ­ნის უც­ნა­უ­რი კო­მენ­ტა­რი­ა, თით­ქოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ აწერ­და ხელს რო­მე­ლი­ღაც შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გის აღი­ა­რე­ბა უნ­და მომ­ხდა­რი­ყო. მინ­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ვაცხ­ა­დო, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ "ქცე­ვის კო­დექ­სის" ტექ­სტზე ხელ­მო­წე­რის დას­ტუ­რი ორ­ჯერ მი­ვი­ღეთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან". დო­კუ­მენ­ტი კი მხო­ლოდ იმი­ტო­მაა დღემ­დე ხელ­მო­უ­წე­რე­ლი, რომ სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" თქვა ხელ­მო­წე­რა­ზე უა­რი. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სურ­და, ტექ­სტში ჩა­წე­რი­ლი­ყო შე­დე­გე­ბის უპი­რო­ბო აღი­ა­რე­ბა, რი­სი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბიც ვი­ყა­ვით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რად­გან მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ თუ "ქცე­ვის კო­დექ­სზე­ა" ლა­პა­რა­კი, ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შე­ე­ხე­ბო­დეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­საც, რაც არ უნ­დო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". თუმ­ცა, მო­დი, ვი­ლა­პარ­აკოთ იმა­ზე, უშუ­ა­ლოდ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა, რაც ნათ­ლად ჩანს, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ისევ და ისევ სი­ებ­თან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­მუ­კა კა­ცი­ტა­ძის კო­მი­სი­ამ და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა და­ზუს­ტე­ბუ­ლი სი­ა. ყვე­ლა სხვა პრობ­ლე­მას თა­ვი რომ გა­ვა­ნე­ბოთ და ვა­ღი­ა­როთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ციფ­რე­ბი რე­ა­ლუ­რად, გვაქვს ასე­თი სუ­რა­თი: 3.600.000 ამომ­რჩევ­ლი­დან მხო­ლოდ 2 მი­ლი­ონ 172 ათა­სი ცხოვ­რობს იმ მი­სა­მარ­თზე, სა­დაც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია და რის მი­ხედ­ვი­თაც წე­რია ამა თუ იმ სა­უბ­ნო სი­ა­ში. და­ნარ­ჩე­ნი, ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამომ­რჩევ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არ ცხოვ­რობს იქ, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას ჰყავს მი­წე­რი­ლი. მათ შო­რის არი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ში­გა მიგ­რან­ტე­ბი. სულ მა­თი რიცხ­ვი 650.000-ი­ა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იმ მი­სამა­რთებ­ზე ვერ იპო­ვეს, რო­მელ­ზეც იყ­ვნენ რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი. ში­გა მიგ­რან­ტე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც "კარ­და­კა­რის" ჩამ­ტა­რებ­ლებს უთხ­რეს, რომ ისი­ნი სხვა ად­გილას ცხოვ­რობ­დნენ. რო­გორც კა­ცი­ტა­ძის კო­მი­სია ამ­ტკი­ცებს, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 99 პრო­ცენ­ტთან მი­ვიდ­ნენ და აღ­რიცხ­ეს. და თუ ეს "კარ­და­კა­რი" მარ­თლა ისე ჩა­ტარ­და, რო­გორც კო­მი­სია ამ­ტკი­ცებს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა მი­სა­მარ­თებ­ზე რა­ტომ ვერ იპო­ვეს? გა­მო­დის, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვა­სთან გვაქვს საქმე, ანუ 650.000 კა­ცი ვერ ვი­პო­ვეთ, თუმ­ცა ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში არი­ან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა მის­ამარ­თებ­ზე რომ ეპო­ვათ, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი მა­შინ­ვე და­ა­რე­გის­ტრი­რებ­დნენ რე­ა­ლუ­რი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თი­ან სი­ა­ში პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ო­რე­ბა მოხ­დე­ბო­და. ეს არის ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა, რის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც ეც­დე­ბი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი. თუ ამ ვერ­ნა­პოვ­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი და­ი­ბეჭ­და და ამ მოწ­მო­ბე­ბით და­იწყ­ეს ხმის მი­ცე­მა, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი თავ­და­ყი­რა დად­გე­ბა.

- ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი 2008 წლის სა­პა­რლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა...

- გე­თან­ხე­ბით, მა­სობ­რი­ვად გა­მოჩ­ნდა 2008 წელს, თუმ­ცა ამ­გვა­რი გა­ყალ­ბე­ბა პირ­ვე­ლად 1999 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ვნა­ხე, იმ­ჟა­მად ჩვენ გვქონ­და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და ე.წ. მი­წე­რის ბა­რა­თი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი, სწო­რედ ეს უსუ­რა­თო "მი­წე­რის ბა­რა­თე­ბი" და­ბეჭ­დეს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით და ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბი­თა და ჩა­წე­რის სხვა­და­სხ­ვა დო­კუ­მენ­ტით აძ­ლევ­დნენ ხმას სხვა­დას­ხვა უბან­ზე. იმ­ხა­ნად გა­ყალ­ბე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბა­ტო­ნი კა­ხა თარ­გა­მა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და, რა თქმა უნ­და, იხე­ი­რა "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­მა". შემ­დეგ ეს მე­თო­დი 2008 წელს გა­მო­ი­ყე­ნეს, ბო­ლოს კი - 2010 წელს, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­მეგ­რე­ლო­ში. ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მე­თო­დი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა სცა­დონ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ კენ­ჭის­ყრი­სას ბი­უ­ლე­ტე­ნებს მა­სობ­რი­ვად ჩაყ­რი­ან სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­ში, რო­გორც ეს მოხ­და 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, ვფიქ­რობ, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბი­ან გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის გა­მო­ყე­ნე­ბას, ამ გზით მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა 3%-ზე მე­ტი იყოს, მაგ­რამ ეს 3% უცებ შე­იძ­ლე­ბა ასი ათა­სი ხმა აღ­მოჩ­ნდეს­. ა­მი­ტომ კო­მი­სი­ის წე­ვ­რებს ოპო­ზი­ცი­ი­დან და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეთ იმ პი­რე­ბის სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ცი­ტა­ძის კო­მი­სი­ამ ვერ­სად იპო­ვა, ეს ეხე­ბა რო­გორც ში­გა მიგ­რან­ტებს, ასე­ვე საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლებს, ამას ემა­ტე­ბა კი­დევ რიცხ­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ ვერ­სად იპო­ვეს, მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, მათ "მი­წე­რი­ლ ადა­მი­ა­ნე­ბად" მო­ვიხ­სე­ნი­ებთ. მოკ­ლედ, ყვე­ლა ეს სია უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით უნ­და ჰქონ­დეს კო­მი­სი­ის წევ­რებს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნ­და ჩა­ა­ტა­რონ აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი, არის თუ არა ეს ადა­მი­ა­ნი ამა თუ იმ უბ­ნი­სა და სახ­ლის მცხოვ­რე­ბი. ამის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იაქ­ტი­უ­რებს. ამის გა­მო­რიცხ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და ბი­ო­მეტ­რი­ა, მაგ­რამ ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­თან­ხმდა და, სამ­წუ­ხა­როდ, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­მაც კვე­რი და­უკ­რა მას.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, არა­ერ­თი სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რის­გან მოგ­ვის­მე­ნი­ა, რომ ზემ­დგო­მი პი­რე­ბი მათ 5, 10 და ზოგ­ჯერ მე­ტი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას სთხო­ვენ. ეს რას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

- პირ­ვე­ლი - ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორს, ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნონ, სუ­ლერ­თი­ა, არ­ჩევ­ნე­ბი მა­ინც გა­ყალ­ბდე­ბა და თქვენს ხმას აზ­რი არა აქ­ვსო. ვფიქ­რობ, ამის თა­ო­ბა­ზე კითხ­ვით რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და მივ­მარ­თავ­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ეგებ მო­ვის­მი­ნოთ მა­თი ვერ­სია - რა­ტომ აგ­რო­ვე­ბენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბებს? მე შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ეს სა­ჭი­როა იმ ყალ­ბი მოწ­მო­ბე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად, რომ­ლე­ბი­თაც აპი­რე­ბენ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას, სხვა მო­ტი­ვა­ცია ჩემ­თვის სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლი­ა. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შეძ­ლო თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა არ­ჩევ­ნებ­ზე, ის დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ი­მარ­ჯვებს. ეს არ არის ცა­რი­ე­ლი სიტყ­ვე­ბი. ძა­ლი­ან ბევრს დავ­დი­ვარ რე­გი­ო­ნებ­ში, ვხვდე­ბი ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე­ებ­საც, რო­მელ­თა­გა­ნაც ბევ­რი ვნა­ხე ისე­თი, ვი­საც ნაც­მოძ­რა­ო­ბის მა­ი­სუ­რი აც­ვი­ა, მაგ­რამ ამ პარ­ტი­ის­თვის ხმის მი­ცე­მას არ აპი­რებს. გგო­ნი­ათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს არ იცის? - იცის და ამი­ტო­მაც იზ­რდე­ბა გა­ყალ­ბე­ბის საფ­რთხე. ეს დაგ­ვა­ნახ­ვა ნაც­მოძ­რა­ო­ბის ყრი­ლო­ბა­მაც. კა­ხეთ­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც თე­ლავ­ში ჩა­ა­ტა­რეს ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, ვნა­ხე, რო­გო­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ლო­გი­ნი­დან სიცხ­ი­ა­ნი წა­მო­ა­ყენეს და წა­იყ­ვა­ნეს ყრი­ლო­ბა­ზე. ვნა­ხე ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მ­ლე­ბიც ამ ძალ­და­ტა­ნე­ბით გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი, ად­გნენ და მე­ო­რე დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე წა­ვიდ­ნენ. ამ არა­ნორ­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­შიც კი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 200 000 კაც­ზე მე­ტი ვერ შეკ­რი­ბეს.

- რას უნ­და მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღ­ე­ბა კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა და რი­გით­მა ამომ­რჩევ­ლებ­მა უშუ­ა­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი­სას?

- კი­დევ ერთ პრობ­ლე­მად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს არას­წო­რად შევ­სე­ბუ­ლი ოქ­მე­ბი. თუ ნა­ხეს, რომ რო­მე­ლი­ღაც უბან­ზე ნაც­მოძ­რა­ო­ბამ წა­ა­გო, შე­საძ­ლო­ა, ოქმს მი­ზან­მიმარ­თუ­ლად არ და­არ­ტყან ბე­ჭე­დი ან ხე­ლი არ მო­ა­წე­რონ. აქ ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის ყუ­რადღ­ე­ბა­ზე. კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მაც არის: უბ­ნებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით იცი­ან, ვინ არის "ოც­ნე­ბის" მომ­ხრე, ამი­ტო­მაც ამ სა­ვა­რა­უ­დო მომ­ხრე­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს არას­წო­რად შევ­სე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი - შე­იძ­ლე­ბა ბე­ჭე­დი არ ჰქონდეს ან ხელ­მო­წე­რა აკ­ლდეს, ამი­ტო­მაც ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა უნ­და მი­აქ­ციონ დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ამომ­რჩე­ვ­ლ­ებ­მაც. ასე­ვე საფ­რთხის შემ­ცვე­ლია ოქ­მე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბა. ამი­ტომ ჩვენ სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ებ­ში გვე­ყო­ლე­ბა ბევ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, ვიქ­ნე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, რა­თა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მომ­ზად­დეს ოქ­მე­ბი და მა­თი ას­ლე­ბი. კო­მი­სია ვალ­დე­ბუ­ლი­ა, 12 სა­ა­თის შემ­დეგ გას­ცეს ეს ას­ლე­ბი. ზო­გა­დად, ცეს­კოს კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვი­ა, რო­დე­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ოპო­ზი­ცი­უ­რი კვო­ტის ფარ­გლებ­ში, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მდივ­ნე­ბად სულ "ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტე­ბი შე­არ­ჩი­ა, მაგ­რამ ხა­რა­ტიშ­ვილ­სა და მის კო­მი­სი­ას, მი­უმ­ხრობ­ლო­ბა­ზე რომ დე­ბენ თავს, შე­ეძ­ლოთ უფ­რო სა­მარ­თლი­ა­ნად გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი.

დღეს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა მი­უ­თი­თებს, რომ თვი­თონ არის ცეს­კო პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი. ცეს­კომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის პრინ­ცი­პი და­არ­ღვი­ა, რაც კი­დევ ერ­თხელ მი­დას­ტუ­რებს ეჭვს, რომ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის კო­მი­სია ერ­თი მხა­რის პო­ზი­ცი­ის დაც­ვას ცდი­ლობს... დიდ ქა­ლა­ქებ­ში არის ე.წ. კა­რუ­სე­ლის დატ­რი­ა­ლე­ბის საფ­რთხე, რო­დე­საც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით და სხვა ტრა­ნსპორ­ტით და­ა­ტა­რე­ბენ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა უბან­ზე ხმის მი­სა­ცე­მად. ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბას სჭირ­დე­ბა კა­მე­რით აღ­ჭურ­ვი­ლი ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლებ­საც გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ამ­გვა­რი დარ­ღვე­ვე­ბი დრო­უ­ლად რომ იყოს აღ­მო­ჩე­ნი­ლი და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი. ასე­თი გაყა­ლ­ბე­ბის საფ­რთხე ძი­რი­თა­დად არის თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, რუს­თავ­ში...

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვი, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან ერ­თად სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხებ­საც ხარ­ჯავს, რო­გორც ვი­ცი, თქვენ ამის თა­ო­ბა­ზე აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­საც მი­მარ­თეთ...

- დი­ახ, ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯე­ტებში ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­არ­დზე მე­ტი ლა­რი გა­და­ი­რიცხ­ა, რაც წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე მე­ტი­ა. თა­ნაც ეს ფუ­ლი ძი­რი­თა­დად იხარ­ჯე­ბა გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, ბო­ლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ზუგ­დი­დის ბი­უ­ჯეტ­ში მთავ­რო­ბის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბით 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რი გა­და­რიცხ­ეს, აქე­დან, 7 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ი­ყო ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბის მო­საწყ­ო­ბად და ეს თა­ნ­ხა უკ­ვე ათ­ვი­სე­ბუ­ლი­ა. თუმცა რა ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი მო­აწყ­ვეს, არ ვი­ცი. თით­ქმის 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­და­რიცხ­უ­ლი რო­მე­ლი­ღაც რეს­ტორ­ნის პლას­ტი­კა­ტით მო­სა­პირ­კე­თე­ბლად. ვფიქ­რობ, ამ ფაქ­ტე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს აუ­დი­ტის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც მივ­მარ­თეთ კი­დეც, მაგ­რამ ყურ­საც არა­ვინ იბერ­ტყავს.

- "ხარ­ვე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნაცხა­და აშ­შ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე თო­მას მე­ლი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას.

- არ ვი­ცი, რას გუ­ლის­ხმობ­და ბა­ტო­ნი მე­ლი­ა. იმის პირ­და­პირ გაცხ­ა­დე­ბა, რომ საარჩევნო გა­რე­მო არ ვარ­გა, იქ­ნე­ბო­და ლე­გ­იტი­მა­ცია ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის შე­მ­დეგ ხალ­ხის ქუჩაში გა­მო­საყ­ვანად, არა­და, უცხ­ო­ე­ლებს ეს ძა­ლი­ან არ უნ­დათ. მსოფ­ლიო­ში იმ­დენ ად­გი­ლას არის არე­უ­ლო­ბა, რომ კი­დევ ერ­თი თა­ვის ტკი­ვი­ლის გა­ჩე­ნა არა­ვის სურს, თუმ­ცა შე­ფარ­ვით ძა­ლი­ან ბევ­რი შე­ნიშ­ვნა გა­მო­ით­ქვა. ისიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ლა­პა­რა­კია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "დემოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას" ეძახ­დნენ, ამი­ტო­მაც ახ­ლა ამე­რი­კე­ლე­ბი ტერ­მი­ნე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ძა­ლი­ან ფრთხი­ლო­ბენ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა