თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების რამდენიმე საპროტესტო დაჯგუფება მოძრაობს

თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების რამდენიმე საპროტესტო დაჯგუფება მოძრაობს

თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების 50-60 კაციანი რამდენიმე საპროტესტო დაჯგუფება მოძრაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტები იუწყებიან, ახალგაზრდებს პირი თეთრი ლენტებით აქვთ აკრული. ამ ფორმით ისინი პატიმართა მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ. ახალგაზრდებს გამვლელები სოლიდარობას ავტომობილებიდან სიგნალებით უცხადებენ.

ამ დროისთვის სტუდენტები აქციას ე.წ. მოდულის შენობასთან მართავენ. აქციის მონაწილე ათასობით სტუდენტი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას გადადგომას და ყველა პასუხისმგებელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

სუტდენტებმა აქცია თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან დაიწყეს, "საზიგადოებრივ მაუწყებელთან" გადაიცვალეს და შემდეგ მსვლელობა ე.წ. მოდულის შენობისკენ განაგრძეს. გზად სტუდენტებს მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებდა, რის ნიშნადაც ბინების ფანჯრებიდან ცოცხები გადმოფინეს.

აქციას პატიმრების მშობლებიც შეუერთდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა