სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაკავებულ ათ თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა წამების მუხლით შეეფარდა, დანარჩენ ექვს პირს კი - პატიმრებისადმი დამამცირებელი მოპყრობისთვის. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მათმა ადვოკატმა მედიისთვის კომენტარი არ გააკეთა.

პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გუშინ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაკეთდა. როგორც მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართა პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან: დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე; გლდანის მერვე საპყრობილის დირექტორი დავით ხუჭუა; დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი; საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე; მერვე საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელია; მერვე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია; კონტროლის ინსპექტორი მანუჩარ ლომთაძე; ოპერატიული მორიგე გელა ცომაია; კონტროლიორი ლევან ფხალაძე; უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა.

"მე-11 პირს, მორიგე ინსპექტორ ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სსს კოდექსი 144-ე პრიმა "წამება" და 144 ტერცია - "დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა" მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით დაკავებულია ათი საჯარო მოხელე. მე-11-ს წარედგინა ბრალი დაუსწრებლად", - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ