ევროკავშირი შოკირებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით

ევროკავშირი შოკირებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის წევრის ქვეყნების მისიებთან შეთანხმებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ევროკავშირი შოკირებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინციდენტები სიღრმისეულად და გამჭვირვალედ იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ეს სახალხო დამცველის ანგარიშებშია მოხსენიებული. ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს ამ დარღვევების ეფექტური აღმოფხვრისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა