პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილი გლდანის ციხეში ჟურნალისტების შეშვებას ითხოვს

პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილი გლდანის ციხეში ჟურნალისტების შეშვებას ითხოვს

სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულებასთან შეკრებილი პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილი ციხეში ჟურნალისტების შეშვებას ითხოვს.

როგორც პატიმრების მშობლების ნაწილმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მშობლებს აქვთ ინფორმაცია, რომ პატიმრებს წყალს არ აწვდიან და ფანჯრები ამოულუქეს.

მათი თქმით, სწორედ მედიის წარმომადგენელი უნდა შევიდეს და ნახოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია.

ამასთან მოკლევადიანი პაემნიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მშობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის შვილს სახის არეში ცემის კვალი აღენიშნებოდა, კერძოდ, პატიმრის დედის თქმით, მის შვილს ცხვირზე დაჟეჟილობა ჰქონდა.

"როდესაც ვკითხე, იყო თუ არა ნაცემი, მან ხელით მანიშნა, რომ უნდა გაჩუმებულიყო. ამასთან, მე ვთხოვე მას, რომ აეწია მაისური და ეჩვენებინა სხეული, მაგრამ ამაზეც უარი განაცხადა", - აღნიშნა პატიმრის მშობელმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"