გიორგი ბარამიძე - არ ვართ სირაქლემას პოზაში

გიორგი ბარამიძე - არ ვართ სირაქლემას პოზაში

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ ბათუმში, სპორტსკოლა "ბასკოში" მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ძალიან სერიოზული ძალები უპირისპირდებიან საქართველოს. მან ისაუბრა წინასაარჩევნო პროგრამასა და დაპირებებზე და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ყველა ადამიანი იყოს დასაქმებული.

"არ ვართ სირაქლემას პოზაში. კარგიც და ცუდიც ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენ თვალებში ვუყურებთ ამ შეცდომებს, ეს მორიგი გამოწვევაა ჩვენთვის და ერთად დგომით და შრომით გამოვასწოროთ. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ და ყველა ადამიანის უფლება არის დაცული", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ბათუმის "ბასკოს" სპორტსკოლაში შეკრებილები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, ბათუმიის მერიის თანამშრომლები, ბათუმის საკრებულოს წევრები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა