ნინო სუხიშვილი - როგორც ქართველს, მრცხვენია რაც მოხდა

ნინო სუხიშვილი - როგორც ქართველს, მრცხვენია რაც მოხდა

ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ პატიმართა წამების კადრების ნახვით შეძრწუნებულია და, როგორც ქართველს, ძალიან რცხვენია მომხდარი ფაქტის გამო.

"შემზარავი ფაქტია; როგორც ქართველს, მრცხვენია რაც მოხდა. კი გვესმოდა რომ საპატიმროებში პატიმრებს უდიერად ექცეოდნენ, მაგრამ თუ ასეთი რამ ხდებოდა ვერ წარმოვიდგენდი. მე პოლიტიკაში არ ვერევი, თუმცა როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც ადამიანი ყოველთვის დავაფიქსირებ ჩემს აზრს და პროტესტს. ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს", - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

როგორც ნინო სუხიშვილი აცხადებს, ანსამბლში 200 წევრია და მათ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნიათ.

ზოგიერთი მოცეკვავის ოჯახის წევრი პატიმარია და მათი რეაქცია პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით ადეკვატურია.

აღნიშნულის გამო, ანსამბლის რამდენიმე წევრმა დღეს ხმამაღლა განაცხადა, რომ ისინი მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას უჭერენ, თუმცა მათ ამის გამო ანსამბლიდან არ დაითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"