როლანდ ახალაია პატიმრების წამების ფაქტს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა

როლანდ ახალაია პატიმრების წამების ფაქტს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი როლანდ ახალაია პატიმრების წამების ფაქტებს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა.

"აღშფოთებული ვარ და ვგმობ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს", - დაწერა როლანდ ახალაიამ "ფეისბუქზე".

ბაჩო და დავით ახალაიების მამის ამ განცხადებას ინტერნეტ-მომხმარებლების კრიტიკული და შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. ახალაიას აკაკი წერეთლის "გამზრდელის" წაკითხვას ურჩევენ და ახალაიების კლანს ხელისუფლებიდან წასვლისკენ მოუწოდებენ.

ამ დროისთვის როლანდ ახალაიას განცხადებს 77 კომენტარი აქვს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა