სტუდენტურ საპროტესტო აქციაში მონაწილეები პროკურატურის ტერიტორიის გავლით ორთაჭალის ციხესთან მივიდნენ.
სტუდენტები სასჯელაღსრულების N1 დაწესებულებასთან სტვენითა და შეძახილებით მხარდაჭერას უცხადებდნენ იქ მყოფ პატიმრებს. პატიმრები ფანჯრებიდან ხელის ქნევით ესალმებოდნენ აქციის მონაწილეებს. აქციაში მონაწილეები სკანდირებდნენ - "თქვენთან ვართ".
აქციის მონაწილეებმა ორთაჭალაში, პროტესტი გამოთქვეს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დავით საყვარელიძის ოფისთანაც.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აქციიდან იუწყება, სტუდენტები სავარაუდოდ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებენ.