ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი: "რო­დე­საც ხე­დავ, რო­გორ ექ­ცე­ვი­ან შენს ძმა­კაცს და რა დღე­შია ხალ­ხი, გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა"

ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი: "რო­დე­საც ხე­დავ, რო­გორ ექ­ცე­ვი­ან შენს ძმა­კაცს და რა დღე­შია ხალ­ხი, გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა"

ცო­ტა ხნის წინ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კი­დევ ერ­თი ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდა. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­დი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო.

- ადამ, რა­ტომ მი­ი­ღეთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­წევ­რე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა?

- პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რი­ა, რად­გან მი­მაჩ­ნი­ა, რომ სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით შე­მიძ­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­ხა­რე­ბა. მაგ­რამ, რო­დე­საც ხე­დავ, რო­გორ ექ­ცე­ვი­ან შენს ძმა­კაცს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მო (ბეთ­ქილ შუკ­ვანს გუ­ლის­ხმობს - თ.ბ), რა დღე­შია ხალ­ხი, გა­ჩუ­მე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. იმ სა­ღა­მოს, რო­დე­საც ბეთ­ქილ შუკ­ვა­ნი ოლიმ­პი­ა­დი­დან გა­მო­ი­პა­რა, მას მარ­თლა ეძებ­დნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 30-40-წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით სას­ტუმ­რო­ში, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ნო­მერ­ში შე­მო­დი­ოდ­ნენ და გვე­კითხ­ე­ბოდ­ნენ, ხომ არ იცით, ბეთ­ქი­ლი სად არი­სო?.. რო­დე­საც ხე­დავ, რო­გორ უჭირს ხალხს შენს სამ­შობ­ლო­ში, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, გა­გიჩ­ნდე­ბა პრო­ტეს­ტის გან­ცდა. ეს ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­მა გა­და­მად­გმე­ვი­ნა. ­მჯე­რა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რე­ბის აღ­სად­გე­ნად. აქამ­დე მხო­ლოდ პრე­სი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის მეშ­ვე­ო­ბით მსმე­ნო­და იმ საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი ეწე­ო­და ქარ­თვე­ლი ერის­თვის. რო­დე­საც პი­რა­დად შევ­ხვდი, დავ­რწმუნ­დი, რომ მას ნამ­დვი­ლად სურს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა.

- ით­ქვა, რომ ოლიმ­პი­ა­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ზე­მოქ­მე­დებ­დნენ იმ სპორ­ტსმე­ნებ­ზე, ვინც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უჭერ­და მხარს...

- სპორ­ტსმე­ნებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, პო­ლი­ტი­კა თქვე­ნი საქ­მე არ არის და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" არ გა­დახ­ვი­დე­თო. პი­რა­დად ჩემ­თვის ოლიმ­პი­ა­დამ­დე არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს, ახ­ლა კი, რო­დე­საც ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, მი­რე­კა­ვენ და მთხო­ვენ, შეგ­ვხვდი­ო. ვინ მი­რე­კავს, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. მე თავს ვა­რი­დებ მათ­თან შეხ­ვედ­რას, რად­გან არ ვი­ცი, რა მოხ­დე­ბა. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლა­დობს არა მხო­ლოდ სპორ­ტსმე­ნებ­ზე, არა­მედ ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე, ვინც მხარს უჭერს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას". სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი გახ­და, მთავ­რო­ბას რა ხე­ლი აქვს სპორ­ტთან, გარ­და იმი­სა, რომ უნ­და აფი­ნა­ნ­სებ­დეს და უხა­რო­დეს სპორ­ტსმენ­თა წარ­მა­ტე­ბე­ბი?!

- ამ­ბო­ბენ, რომ გია უდე­სი­ა­ნის და­ვა­ლე­ბით, ქარ­თველ ძი­უ­დო­ის­ტებს "ზონ­დერ­ჯგუ­ფე­ბის­თვის" წვრთნი­ან...

- ეგ მეც მსმე­ნი­ა, თუმ­ცა ჩემ­თვის ასე­თი რამ არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია და არც დავ­თან­ხმდე­ბო­დი ამ წი­ნა­და­დე­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, სპორ­ტსმე­ნი იქ­ნე­ბა თუ სხვა პრო­ფე­სი­ის, სამ­შობ­ლოს უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. პირ­ვე­ლი უნ­და წა­ვი­დეს ომ­ში სა­კუ­თა­რი ხალ­ხის და­სა­ცა­ვად და არა მი­ტინ­გზე - ხალ­ხის და­სარ­ბე­ვად.

- გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სის გა­მო სპორ­ტსმე­ნებს შო­რის ხომ არ არის და­პი­რის­პი­რე­ბა?

- ბევ­რი სპორ­ტსმე­ნი გვი­ჭერს მხარს, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო ისი­ნი სხვა მხა­რეს დარ­ჩნენ. თუმ­ცა, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ჩა­ივ­ლის და ისევ გან­ვაგ­რძობთ ერ­თად ცხოვ­რე­ბას.

- ამ­ბო­ბენ, რომ მედ­ლე­ბის მფლო­ბელ ოლიმ­პი­ე­ლებს სა­ხელ­მწი­ფომ და­პი­რე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დო არ გა­და­უ­ხა­და...

- წე­სით, სა­ხელ­მწი­ფოს უნ­და და­ე­ჯილ­დო­ე­ბი­ნა სპორ­ტსმე­ნე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მაგ­რამ არ და­უ­ჯილ­დო­ე­ბი­ა. ფუ­ლა­დი ჯილ­დოს შე­სა­ხებ კი არა­ფე­რი ვი­ცი...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"