რის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ძმის­შვი­ლი

რის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ძმის­შვი­ლი

11 სექ­ტემ­ბერს შსს-ს ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სო­ფელ ძლე­ვის­ჯვარ­ში მცხოვ­რე­ბი მირ­ზა ხა­ბა­რე­ლი და თე­მურ ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. "ჩა­გე­ლიშ­ვილ­მა და ხა­ბა­რელ­მა ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბრე­თის რწმუ­ნე­ბულ მელორ (ალექ­სი) ელი­აშ­ვილს სა­კუ­თარ სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში სიტყ­ვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. მირ­ზა ხა­ბა­რე­ლი და თე­ი­მუ­რაზ ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით. სა­სა­მარ­თლომ მათ 60-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და", - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს მი­ერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. ში­და ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი პრე­ზი­დენ­ტი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი სიტყ­ვე­ბის­თვის აღ­მოჩ­ნდნენ სა­პა­ტიმ­რო­ში.

ერ­თ-ერ­თი და­კა­ვე­ბუ­ლი - მირ­ზა ხა­ბა­რე­ლი - კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კრწა­ნი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ძი­უ­დო­ში ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, შო­თა ხა­ბა­რე­ლის ძმის­შვი­ლი და ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის ხელმძღვანელია.

შო­თა ხა­ბა­რე­ლი: - ორი თვის წინ მირ­ზა ხა­ბა­რე­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ და­ითხ­ო­ვეს ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სპორ­ტსკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რომ ჩე­მი ძმის­შვი­ლი­ა. მთე­ლი რა­ი­ო­ნი ფეხ­ზე დად­გა და მირ­ზა 3-4 სა­ათ­ში და­აბ­რუ­ნეს სამ­სა­ხურ­ში, თუმ­ცა მი­სი დევ­ნა არ შეწყ­ვე­ტი­ლა. 11 სექ­ტემ­ბერს კი სო­ფელ ბრეთის გამ­გე­ბელ­მა ელი­აშ­ვილ­მა მირ­ზა პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ა­გო. ეს ის ელი­აშ­ვი­ლი­ა, რო­მელ­მაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი გლე­ხე­ბი იმის გა­მო და­ა­ჯა­რი­მა, რომ თა­ვი­ან­თი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი მორ­წყეს. მირ­ზას­თან ერ­თად და­ა­პა­ტიმ­რეს მი­სი მე­გო­ბა­რი თე­მურ ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ად­რე ძლე­ვის­ჯვა­რის გამ­გე­ბე­ლი იყო, შემ­დეგ კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­წევ­რდა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვაცხ­ა­დებ, რომ ელი­აშ­ვილ­მა მირ­ზა პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ა­გო, იქ ისე­თი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ - უმ­ნიშ­ვნე­ლო შე­ლა­პა­რა­კე­ბა გა­და­ი­ზარ­და ჩხუბ­ში, რის შემ­დე­გაც გამ­გებ­ლის კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­მა და­უ­რე­კეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, ახალ­გაზ­რდე­ბი წა­იყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, შემ­დეგ ­გა­ა­სა­მარ­თლეს და ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. ორი­ვე მათ­გან­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშ­სწო­რე­ბა და არაფ­რის გა­მო მათ 60-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ეს ახალ­გაზ­რდე­ბი ქა­რელ­ში და­ა­კა­ვეს, ხა­შურ­ში გა­ა­სა­მარ­თლეს და დღეს ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ა­ში არი­ან. არ ვი­ცი, ეს რას ნიშ­ნავს.

- ით­ქვა, ახალ­გაზ­რდებ­მა პრე­ზი­დენ­ტი სიტყ­ვი­ე­რად შე­უ­რაცხ­ყვეს და დე­ბო­ში ატე­ხესო...

- ამას მხო­ლოდ ელი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს. ახალ­გაზ­რდე­ბი გამ­გე­ბელ­თან მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის სა­კითხ­ის გა­სარ­კვე­ვად მი­ვიდ­ნენ. მათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რე­ბი ეც­ვათ და, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა გამ­გე­ბე­ლი და მა­თი შე­ლა­პა­რა­კე­ბა ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და. პო­ლი­ცია კი, რა თქმა უნ­და, გამ­გე­ბელს არ შე­ე­ხო, მხო­ლოდ ხა­ბა­რე­ლი და ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რა. თუ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა შერ­ჩე­ვი­თი არ არის, მა­შინ ელი­აშ­ვი­ლიც უნ­და და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ. ჩვენ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა მო­სა­მარ­თლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რეს, მაგ­რამ სად არის სა­მარ­თა­ლი? მარ­თა­ლი­ა, 60-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ ბი­ჭებს 20 დღე­ში გა­მო­ვიყ­ვანთ. 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და ამა­თი უსა­მარ­თლო­ბა და თავ­გა­სუ­ლო­ბა დამ­თავ­რდე­ბა...

და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ა­გი­ტა­ციო პლა­კა­ტი იყო გაკ­რუ­ლი. რა­ტომ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გაკ­რუ­ლი ნაც­მოძ­რა­ო­ბის პლა­კა­ტი სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში? გამ­გე­ბე­ლი ელი­აშ­ვი­ლი ეწე­ვა ნაც­მოს აგი­ტა­ცი­ას, კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბად ჰყავს იმ სოფ­ლის გამ­გებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც კუ­რა­ტო­რობს. ისი­ნი სჩა­დი­ან ყვე­ლა­ნა­ირ უკა­ნო­ნო­ბას - აში­ნე­ბენ ხალხს, თუ ვინ­მეს აქვს დახ­მა­რე­ბა, უუქ­მე­ბენ ან აჯა­რი­მე­ბენ. სო­ფელ­ში ჰყავთ ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ზე მოწ­მედ გა­მო­ვი­და - ნა­ნუ­ლი ბუ­ზი­აშ­ვი­ლი. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ყვე­ლაფ­რის თა­ვი­და­თა­ვი­ა, შე­დის ოჯა­ხებ­ში, აში­ნებს ადა­მი­ა­ნებს, ემუქ­რე­ბა - შენს თავს და­ვა­ჭე­რი­ნებ, შენს შვილს და­ვა­ჭე­რი­ნებ, ამას გი­ზამთ, იმას გი­ზამ­თო. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბამ კარ­გად იცის, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის დღე­ე­ბი დათ­ვლი­ლი­ა... იცით, რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ ქა­რე­ლე­ლე­ბი? იქ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. არა აქვთ გზა, წყა­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი არი­ან. და­ში­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი 1-ელ ოქ­ტომ­ბერს მივ­ლენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე და ხმას "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მის­ცე­მენ. ასე­თი გან­წყო­ბაა არა მარ­ტო ქა­რელ­ში, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რა­ი­ონ­ში.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ