სტუდენტები მოითხოვენ, რომ მათთან შესახვედრად მივიდეს სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში.
ეს განცხადება სტუდენტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააკეთეს. ისინი რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ რეზიდენციასთან.
როგოროც სტუდენტები აცხადებენ, მოითხოვენ ტუღუშისგან პასუხს, თუ რატომ მიიღო მან პრეზიდენტის წინადადება და რატომ დათანხმდა ამ თანამდებობას.
სტუდენტენი აცხადებენ, რომ, გიორგი ტუღუში ამ სისტემას ვერ შეცვლის, რადგან ამ სისტემის ავტორი არის ბაჩო ახალია და მთავარია, ბაჩო ახალაიამ დატოვოს თანამდებობა.
ისინი ახლა სკანდირებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ - "ძირს ახალაია".