ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილისა და კოსტავას გამზირები გადაკეტეს.
ამ წუთებში მომიტინგეები სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას პროტესტს საყვირებითა და სხადასხვა სახის შეძახილებით უცხადებენ.
"თქვენი დემოკრატია გვტკივა", "არა ძალადობას", "არ აწამო" - ასეთია აქციის მონაწილეთა შეძახილები. მათ ანალოგიური შინაარსიის ლოზუნგები პლაკატების სახითაც აქვთ გამოფენილი.
მომიტინგეთა პროტესტს საყვირებით შეხვდნენ გამზირზე მოძრავი ავტომანქანების მძღოლები.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამზირზე მოძრავი ყვითელი ავტობუსიდან ხალხი ჩამოვიდა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა. თავად ავტობუსში კი რამდენიმე მომიტინგე ავიდა, რომლებმაც პლაკატები "უარი უთხარი ძალადობას" და "არ აწამო" გამოფინეს.