პატიმარმა გოდერძი კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო

პატიმარმა გოდერძი კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო

პატიმარმა გოდერძი კიკნაძემ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო, ამის შესახებ ჟურნალისტებს პატიმრის დედამ, მერი კიკნაძე განუცხადა , რომელმაც ასევე შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც მერი კიკნაძე აღნიშნა, იგი შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე მის შვილს სათანადო ექსპერტიზა არ ჩაუტარდება. მისივე თქმით, მისი შვილი ნაცემი და ნაწამებია.

ამასთან, მერი კიკნაძემ აღნიშნა, რომ მის შვილს საპატიმროში ემუქრებიან და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ. მერი კიკნაძემ ციხეში შვილის ნახვა დღეს მოახერხა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა