ვლადიმერ ბედუკაძე - "ძალიან შევცოდე უფლის წინაშე და შენდობას ვთხოვ პატრიარქს, ჩემს მოძღვარს"

  ვლადიმერ ბედუკაძე - "ძალიან შევცოდე უფლის წინაშე და შენდობას ვთხოვ პატრიარქს, ჩემს მოძღვარს"

ძალიან შევცოდე უფლის წინაშე და შენდობას ვთხოვ პატრიარქს, ჩემს მოძღვარს, - ამის შესახებ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" ბრიუსელიდან ჩართვისას სკანდალური ვიდეოების გამავრცელებელმა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ის რაც საზოგადოებამ იხილა, არამარტო გლდანის მე-8 საპყრობილეში, არამედ, ქვეყნის მასშტაბით ყველა საპატიმროში 2005 წლიდან, ბაჩო ახალაიას თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ხდება. ბედუკაძის თქმით, ახალაიას დავალება იყო ფირზე აღებეჭდა "საინტერესო მომენტები" და ის, რაც საზოგადოებამ იხილა დაწუნებული კადრებია, "უფრო საინტერესო" მასალა კი ახალაიას სეიფში ინახება. მისივე თქმით, კადრების გადაღება 2010 წლიდან დაიწყო, თუმცა ერთი პატიმარიც კი ვერ დააბრალებს წამებაში მონაწილეობის მიღებას.

"საინტერესო კადრები" საჩვენებლად, "საბლატაოდ" ჭირდებოდათ, თუ როგორ დაალაგეს სისტემა და როგორი მაგარი ბიჭები არიან",-განაცხადა ბედუკაძემ.

მისივე თქმით, გადაღებული ვიდეო მასალა მან შს მინისტრის მოადგილეს დაუტოვა, რომელიც მისი მეგობარია. ბედუკაძემ მისი ვინაობა არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ "ყველა მიშას მონა არ არის".

"თქვენ რა იცით, ის რა კადრებს დადებს და რა გადატრიალებას მოახდენს შსს-ში",-აღნიშნა შს მინისტრის მოადგილეზე საუბრის კონტექსტში ბედუკაძემ.

ამასთან, მისთვის უცნობია, იცოდა თუ არა ვიდეომასალის შესახებ ვანო მერაბიშვილმა.

ბედუკაძე ასევე, კადრების გაყიდვის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროკურატურამ ორ მილიონს ერთი ნოლი დააკლო და კადრები მან 20 მილიონ დოლარად გაყიდა. "ავადმყოფები არიან, მეტი რა უნდა ვუწოდო",-დასძინა ბედუკაძემ.

მისივე თქმით, სისტემაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ადამიანისთვის ყელის გამოჭრა, თავზე დაშარდვა, პირში ჩაფურთხება და ა.შ. თუმცა 400 კაციდან ყველა ჯალათი არ არის და 20-30 ადამიანია ზონდერჯგუფში, რომლებიც მუშაობენ. მისი თქმით, ყოველწლიურად გლდანის მე-8 საპყრობილედან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 500 შეტყობინება შედიოდა და აქედან, 300 პატიმართა ფიზიკური დაზიანების შესახებ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ მოახდინა ფაბრიკაცია, როცა ფხალაძესა და ფარულავას უდანაშაულო პატიმარი აცემინეს, შემდეგ კი თამაზაშვილთან მის დაკავშირებას შეეცადნენ.

ბედუკაძის განცხადებით, ვიდეომასალის ავტორმა დავით აკობიამ მისი რჩევით დატოვა სამსახური, რადგან "აღარ შეეძლო მეტის მოთმენა", ამასთან, ბედუკაძე აღნიშნავს, რომ ვინც დასაკავებლები არიან, ისინი გარეთ იმყოფებიან.

მისივე თქმით, მან დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც სერგო თეთრაძის მკვლელობა გაიხსენა, თუმცა "სულ სააკაშვილი და მისი ხროვა არ იქნება და ძალიან ბევრი საქმე გაიხსნება".

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"