"ცოცხი გაიკეთე უკან!", - ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პასუხი მიტინგის მონაწილეს

"ცოცხი გაიკეთე უკან!", - ბრიტანეთში საქართველოს  ელჩის პასუხი მიტინგის მონაწილეს

ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოსთან ქართველმა ემიგრანტებმა  საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ფაქტები გააპროტესტეს. ქართველები საელჩოსთან შეიკრიბნენ და ელჩს, გიორგი ბადრიძეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე პოზიციის გამოხატვა სთხოვეს.

შეკრებილები შეძახილებს - "გამოდი" სკანდირებდნენ. საქართველოს ელჩი ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე საელჩოს შენობიდან გამოვიდა. ამ დროს აქციის მონაწილემ, რომეო ხერხეულიძემ იყვირა - "ცოცხი, ცოცხი!"

"ცოცხი გაიკეთე უკან!", - უპასუხა ხერხეულიძეს ელჩმა. ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსთან გამართული აქციის ეს კადრები youtube-ზე აიტვირთა.

გიორგი ბადრიძემ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და უცენზურო გამონათქვამის გამო ბოდიში მოიხადა. მან აქციის მონაწილეებს ვიდეოს სრული ვერსიის ატვირთვა სთხოვა.

"დღევანდელი აქციის დასაწყისში ჩემს მიერ წამოსროლ ფრაზასთან დაკავშირებით მაშინვე მოვუხადე ყველას ბოდიში, არასწორად გავიგე რომეო ხერხეულიძის გამონათქვამი. დადეთ სრული ჩანაწერი. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ კონტექსტიდან ნუ ამოაგდებთ. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა საუბარი, დარწმუნებული ვარ ჩანაწერი არსებობს", - წერს ელჩი youtube-ზე განთავსებული ვიდეოს კომენტარში. 

იხილეთ ვიდეო

ხათუნა გაგნიძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა