ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები სტუდენტებს აფრთხილებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ჩიტაძემ განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" დაქვემდებარებული თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი დაჩი გუბაძე საკუთარ აქტივთან ერთად სტუდენტების დასაბნევად ალტერნატიული აქციის გამართვას აპირებს.
მისი თქმით, ამ ე.წ. მსვლელობის მოთხოვნები იქნება ის, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ციხეებში დამკვირვებლები შევიდნენ. "ეს არის სტუდენტების დაბნევის მცდელობა, თითქოს ეს ჩვენი სურვილიც არის და ამ დღეების განმავლობაში თითქოს მხოლოდ ეს მოთხოვნები გვაქვს. ვაფრთხილებთ სტუდენტებს, არ მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში, რადგან ეს არის "ნაციონალურ მოძრაობას" დაქვემდებარებული პირის მიერ დაგეგმილი დამაბნეველი სვლა", - აღნიშნა ლევან ჩიტაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ხვალაც გააკეთებს. ლევან ჩიტაძის საგანგებო პრესკონფერენცია ხვალ, 14.00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსში გაიმართება.
იხილეთ ვიდეო: არ მივცეთ თვითმმართველობებს პროვოკაციების მოწყობის საშუალება - "ლაბორატორია 1918"
"ინტერპრესნიუსი"