პაატა ლაგვილავა - როლანდ ახალაია მეჯაჯგურა, მხარზე და კეფაზე ხელი მომარტყა

პაატა ლაგვილავა - როლანდ ახალაია მეჯაჯგურა, მხარზე და კეფაზე ხელი მომარტყა

ტელეკომპანია "მე-9 არხის" ჟურნალისტის თქმით, მას "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდში, როლანდ ახალაიამ მხარში და კეფაში ხელი ჩაარტყა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა პაატა ლაგვილავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, სამეგრელოში ახალაიას სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "ამომრჩეველთა ლიგის" წევრმა კახა მიქაიამ როლანდ ახალაიას სახლის წინ განცხადება გააკეთა, რომ მხოლოდ ბაჩო ახალაიას მინისტრობიდან გადადგომა საკმარისი არ იყო და მის მამას, მორალური უფლება არ ჰქონდა კანდიდატად კენჭი ეყარა. მიქაიას წასვლის შემდეგ, ჟურნალისტები ვიღებდით კადრებს, როცა 70-მდე ადამიანი მოგვიახლოვდა. ამ დროს, სახლიდან გამოვიდა როლანდ ახალაია მეუღლესთან ერთად. ჩვენ ვცადეთ მოგვესმინა მისი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, აღელვებული ახალაიას რეაქცია ჩემს შეკითხვაზე ასეთი იყო: რეებს ბედავ ბიჭო?! თავი დამანებე! ახალაია მეჯაჯგურა, მხარზე და კეფაზე ხელი მომარტყა, რამაც იქ შეკრებილ ადამიანებს სტიმული მისცა და მათაც გამოხატეს აგრესია", - განაცხადა ლაგვილავამ.

მისივე თქმით, ნაცემია "მაესტროს" ჟურნალისტი ნანა ფაჟავა, რომელსაც ერთ-ერთმა ქალბატონმა სახეში ხელი გაარტყა. ასევე ნაცემია "ინფო 9"-ის ჟურნალისტი ლევან წულაშვილი და ოპერატორები, რომლებისთვისაც კამერების წართმევას ცდილობდნენ.

ლაგვილავას ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის მანქანამ გაიარა, რომელსაც ჟურნალისტების თხოვნის მუხედავად მანქანა არ გაუჩერებია და ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა