ქეთრინ ეშტონი - პატიმრების წამებასთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება, რომელიც დასჯის დამნაშავეებს

ქეთრინ ეშტონი - პატიმრების წამებასთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება, რომელიც დასჯის დამნაშავეებს

პატიმრების წამებასთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს დაწვრილებითი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელიც სათანადოდ დასჯის დამნაშავეებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისარის უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი მიხედვით, ოფიციალურმა ბრიუსელმა შეშფოთება გამოხატა ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს, ყოველი ღონე ეხმარა რომ მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორებულიყო.

ქეთრინ ეშტონის განცხადებით, იგი "აღშფოთებულია იმ შემაძრწუნებელი კადრებით, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აწამებენ პატიმრებს გლდანის ციხეში". მისი თქმით, ყვველა ქვეყანა ვალდებულია ნებისმიერი დათქმის გარეშე აღკვეთოს წამებისა და სასტიკი მოპყრობის ნებისმიერი მცდელობა.

ეშტონმა აღნიშნა რომ საქართველოს მთავრობამ "უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ამ პრობლემის გადასაჭრელად". ევროკომისარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია ჩატარდეს დაწვრილებითი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელიც სათანადოდ დასჯის დამნაშავეებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა