ბაჩო ახალაიამ საქართველო დატოვა

ბაჩო ახალაიამ საქართველო დატოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა უკვე ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საქართველო დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია სტუდენტური მოძრაობა "ივერიელების" წევრებმა გაავრცელეს.

ისინი დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და დოლიძის ქუჩაზე, ბაჩო ახალაიას სახლთან მსვლელობას აპირებენ, თუმცა როგორც აქციის ორგანიზატორი ლევან კოჭლაშვილი აცხადებს, მათ გაიგეს, რომ ბაჩო ახალაიამ საქართველო დატოვა.

გაერთიანების წევრები საპროტესტო აქციას ლოზუნგით - "იძებნება ბაჩო" საბურთალოს პოლიციის შენობასთან გამართავენ.

სტუდენტები სირცხვილის დერეფნის გაკეთებას და პოლიციაში განცხადების შეტანას გეგმავენ, რომელშიც ისინი ბაჩო ახალაიას მოძებნაში დახმარებას პოლიციის თანამშრომლებს სთხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა