რუსთავის ციხესთან პატიმარ გოდერძი კიკნაძის დედა შიმშილობას აგრძელებს

რუსთავის ციხესთან პატიმარ გოდერძი კიკნაძის დედა შიმშილობას აგრძელებს

რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმარ გოდერძი კიკნაძის დედა, მერი კიკნაძე შიმშილობას აგრძელებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მერი კიკნაძემ ღამე საპყრობილესთან გაატარა. მისი განცხადებით, დაახლოებით 05:10 საათზე საკნიდან მოესმა შვილის ხმა, რომელიც ბადრაგს უხმობდა და დახმარებას ითხოვდა. როგორც მერი კიკნაძე აცხადებს, ყურადღების მიპყრობის მიზნით, კოლონიის მესერთან მივიდა და ყვირილი დაიწყო. მოგვიანებით, საპყრობილიდან თანამშრომელი გამოვიდა და მას უთხრა, რომ მისი შვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა და საკანში უკვე იმყოფებოდა ექიმი.

მერი კიკნაძე დღეს შვილთან მორიგ შეხვედრას ელოდება. მისი განცხადებით, შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტს, სანამ შვილს არ გაათავისუფლებენ. მერი კიკნაძის განცხადებით, მისი შვილი სასჯელს იმ დანაშაულისათვის იხდის, რომელიც არ ჩაუდენია.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"