სტუდენტები გლდანის ციხისკენ საპროტესტო მსვლელობას აწყობენ

სტუდენტები გლდანის ციხისკენ საპროტესტო მსვლელობას აწყობენ

სტუდენტური საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი, გლდანის მე-8 საპყრობილის მიმართულებით ახმეტელის თეატრის ტერიტორიიდან საპოროტესტო მსვლელობას აწყობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მსვლელობის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ციხემდე მისვლამდე ისინი გლდანში მდებარე წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში მივლენ და ღვთისმშობლის დღესასწაულთან დაკავშირებით სანთლებს დაანთებენ.

"ჯერ ჩვენ, ილია მეორის მოწოდებიდან გამომდინარე, მივალთ ტაძარში და სანთლებს დავანთებთ, მოვიხდით მართლმადიდებლობის ვალს. ამის შემდეგ კი, ერთად დავიძვრებით გლდანის ციხისკენ, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, პატიმრები ისევ გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან", - აცხადებენ ორგანიზატორები.

რაც შეეხება მოთხოვნებს, მათი განცხადებით, მხოლოდ ბაჩო ახალაიას გადადგომა საკმარისი არ არის და ის უნდა დაისაჯოს როგორც დამნაშავე.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ დადგეს მისი დაპატიმრების საკითხი, ასევე ჩვენი მოთხოვნაა ყველა იმ პატიმარს, რომლის მიმართაც წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგების ჩარევით. რაც მთავარია, ვითხოვთ, შეწყდეს ციხეებში პატიმრებზე ძალადობა", - აცხადებენ სტუდენტური აქციის მონაწილეები.

ამასთან, სტუდენტთა კიდევ ერთი ნაწილი 13.00 საათისთვის თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა