პოლიციამ "ივერიელების" განცხადება ბაჩო ახალაიას ადგილსამყოფელის დადგენის შესახებ რეგისტრაციაში გაატარა

 პოლიციამ "ივერიელების" განცხადება ბაჩო ახალაიას ადგილსამყოფელის დადგენის შესახებ რეგისტრაციაში გაატარა

საბურთალოს რაიონის პოლიციამ სტუდენტური მოძრაობა "ივერიელების" განცხადება რეგისტრაციაში გაატარა.

განცხადებაში სტუდენტური მოძრაობის წევრები შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადგილსამყოფელის დადგენას მოითხოვენ. განცხადება სტუდენტებმა პოლიციაში რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს. სამართალდამცველებმა სტუდენტებს განცხადების სარეგისტრაციო ნომერიც მისცეს.

სტუდენტები თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი ჯერ ბაჩო ახალაიას სახლთან მისვლას და საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ ბაჩო ახალაია საქართველოში არ იმყოფება, გეგმები შეცვალეს და ცოცხებით მივიდნენ პოლიციის შენობასთან.

"პოლიცია დღეს არა საქართველოს, არამედ საცოცხეთს ემსახურება. ეს უნდა დამთავრდეს. ვარდებით მოსულები ცოცხებით წახვალთ", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლევან კოჭლიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა