გლდანის ციხესთან სტუდენტების აქციას პატიმრები შეძახილებით - "გაუმარჯოს საქართველოს" ეხმაურებიან

გლდანის ციხესთან სტუდენტების აქციას პატიმრები შეძახილებით - "გაუმარჯოს საქართველოს" ეხმაურებიან

გლდანის ციხესთან სტუდენტების საპროტესტო აქციას პატიმრები შეძახილებით ეხმაურებიან. ისინი სკანდირებენ - "გაუმარჯოს საქართველოს".

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბრახუნის ხმები ისმის. ასევე, მსჯავრდებულებს საკნის ფანჯრებიდან გადმოფენილი აქვთ სხვადასხვა ნაჭრები, ცხვირსახოცები და სავარაუდოდ, მაისურები.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემა. ასევე, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქვთ ინფორმაცია, რომ პატიმრებს ისევ გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"