პაატა ბურჭულაძე - ყველანი დაუნდობელი რეალობის მოწმენი გავხდით და ეს ენით აუწერელი სისასტიკე ქართველმა კაცმა ჩაიდინა

პაატა ბურჭულაძე - ყველანი დაუნდობელი რეალობის მოწმენი გავხდით და ეს ენით აუწერელი სისასტიკე ქართველმა კაცმა ჩაიდინა

ჩვენ, ყველანი დაუნდობელი რეალობის მოწმენი გავხდით და ეს ენით აუწერელი სისასტიკე ქართველმა კაცმა ჩაიდინა, - ამ სიტყვებით ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პატიმართა წამებას ეხმაურება.

საკუთარ განცხადებაში ბურჭულაძე დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ამ არაადამიანური, სერიული დანაშაულის დამნერგავი და უშუალო შემსრულებელი, ყველა უნდა დაისაჯოს! დღეს ჩვენი მოვალეობაა, ბოლომდე მივყვეთ ამ შემზარავი ფაქტების გამოძიებას, რადგან თუ ერთი კაცი მაინც დარჩა დაუსჯელი, ეს "ვირუსი ისევ გავრცელდება. ერთადერთი ნუგეში, რაც ალბათ ყველა ჩვენგანისთვის დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ სიმართლეს ფარდა აეხადა და ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი, რომ ბოროტებასა და ძალადობას დიდი ხნის არსებობა არ უწერია. ამ საზარელი ფაქტების გამოაშკარავებით გადარჩნენ დანარჩენები და დღეიდან ყველაფერი ჩვენი საზოგადოების ხელშია - ჩვენ მკაცრი და მტკიცე პოზიციით უნდა დავიცვათ ჩვენი ყოველი თანამოქალაქის უფლება. ამ დღეებმა ასევე გვაჩვენა, რომ ახალგაზდობა და სტუდენტობა აღარავის აპატიებს მსგავს ძალადობას და ისინი არ შეჩერდებიან, ვიდრე ყველა დამნაშავე საქვეყნოდ არ დაისჯება. დღეს ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სისასტიკეს სიძულვილი არ დავუპირისპიროთ და მოვუსმინოთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოწოდებას", - აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"