ფილარმონიასთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს და სკანდირებენ - "არა ძალადობას", "სოლიდარობა პატიმრებს", შეწყდეს ძალადობა". ასევე, აქციის მონაწილეები პროტესტს სასტვენებით გამოხატავენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დაჩი ცაგურიას განცხადებით, სასჯელაღსრულების ახალ მინისტრ გიორგი ტუღუშს სთხოვენ, ადვოკატები საპატიმროებში შაბათ-კვირასაც დაუშვან.
კოსტავას გამზირისა და მელიქიშვილის გამზირებზე მოძრავი ავტომობილები ასიგნალებენ და მძღოლები ასე უცხადებენ სოლიდარობას აქციას.