ფილარმონიიდან იუსტიციის სახლისკენ დაძრულმა აქციის მონაწილეებმა მშრალ ხიდთან საპატრულო პოლიციის კორდონი გაარღვიეს.
ახალგაზრდები, რომლებიც აქციის გამართვას იუსტიციის სახლის წინ აპირებდნენ, თავდაპირველად ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ გაატარეს, თუმცა მანიფესტანტებმა პოლიციელთა კორდონი მალევე გაარღვიეს.
ამ წუთებში იუსტიციის სახლის წინ, კულტურის სამინისტროს გვერდით მდებარე ჩიხში, მტკვრის ქუზაზე უამრავი პოლიციელია მობილიზებული. იქ ასობით ახალგაზრდაა მისული, რომლებიც აპირებდნენ იუსტიციის სახლის წინ საპროტესტო აქციის გამართვას.
როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, ისინი არც ერთი პოლიტიკური დაჯგუფების წარმომადგენლები არ არიან. ისინი სკანდირებენ "სირცხვილია". ცოტა ხნის წინ იქ მივიდა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.
იუსტიციის სახლის წინ მოძრაობა შეზღუდულია.