პატრიარქი ამ წუთებში დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისს აღავლენს

პატრიარქი ამ წუთებში დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისს აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამ წუთებში, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით , დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისს აღავლენს.

როგორც "ინტრეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, საზეიმო პარაკლისი 19:00 საათზე დაიწყო. დღესვე პატრიარქი ერს მისცემს კურთხევას, რათა მათ ილოცონ ღვთისმშობლის სახელზე და ქვეყანაში მშვიდობა შესთხოვონ.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესმა დილით საზეიმო წირვა სამების ტაძარში ჩაატარა. წირვის შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ ფაქტებზე ისაუბრა. პატრიარქის შეფასებით, ეს ერის და საქართველოს სირცხვილია. უწმინდესმა მრევლს არჩევნებამდე სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"