საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებულ რეგიონებში შეიარაღების გადასროლა შეწყვიტოს

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებულ რეგიონებში შეიარაღების გადასროლა შეწყვიტოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხრიდან პროვოკაციის ზრდის საფრთხეზე საუბრობს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, უკანასკნელ ხანებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან შეტევითი შეიარაღების კონცენტრაცია მიმდინარეობს.

"შესაბამისად, იზრდება პროვოკაციის საფრთხეც. ამის დასტურია დღევანდელი ინციდენტი, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენი დაეშვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის მახლობლად. საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრ პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სასწრაფოდ შეწყვიტოს შეიარაღების გადასროლა და ძალების კონცენტრირება ოკუპირებულ რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო სამინისტროს განმარტებით, პროვოკაციების ზრდის შესაძლებლობის შესახებ მათი ვარაუდები მართლდება. "შემთხვევითი არ არის მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნების "კავკასია - 2012"-ის მიმდინარეობის დამთხვევა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს უცხოელი პარტნიორების სასწრაფო ინფორმირებას რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, რათა მათ ოფიციალური მოსკოვი ამგვარი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილონ", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრირების შესახებ განცხადება დღეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამაც გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?