არსებული ინფორმაციით, გლდანის ციხის მე-3 კორპუსში პატიმრები შიმშილობენ

არსებული ინფორმაციით, გლდანის ციხის მე-3 კორპუსში პატიმრები შიმშილობენ

გლდანის #8 დაწესებულების მე-3 კორპუსში პატიმრები შიმშილობენ. ამის შესახებ მოკლევადიანი პაემნიდან გამოსულმა ერთ-ერთი პატიმრის, შალვა ნადიბაიძის დედამ მზია ნადიბაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მისი შვილის საკანში რვა პატიმარი ზის და რვავე შიმშილობს. ამასთან მზია ნადიბაიძე აცხადებს, რომ პატიმართა მიმართ ზეწოლა გრძელდება, თუმცა შიშის გამო ამაზე ვერ საუბრობენ.

მზია ნადიბაიძე მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, შევიდნენ ციხეში და შეხვდნენ მოშიმშილე პატიმრებს.

ამასთან, ნადიბაიძის თქმით, მისი შვილია ნაცემია, თუმცა "ისეთ ადგილას აღენიშნება ცემის კვალი, რომ მითხრა, დედა ვერ გაჩვენებო".

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"