"ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კოალიციის აქტივისტებს თავს ხელკეტებით შეიარაღებული რუსთავის მერიის ზედამხვედველობის სამსახურის წარმომადგენლები დაესხნენ.
როგორც ძიძიგურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თავდასხმა მაშინ მოხდა, რაც გვიან ღამით აქტივისტებმა დაიწყეს საარჩევნო პლაკატების გაკვრა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა აქტივისტები სცემეს, ერთ-ერთ მათგანს კი ტვინის შერყევა აქვს მიღებული.
ძიძიგურის ცნობით, საპატრულო პოლიციამ "ქართული ოცნების" აქტივისტები დააკავა და ისინი მარნეულის იზოლატორში არიან გადაყვანილნი. მისი თქმით, დაკავებულები არიან ძმები ზაზა და თორნიკე შენგელაიები, დავით დარბაიძე და ზაზა ზურაბიანი.
მაჟორიტარი კანდიდატი აცხადებს, რომ ხელისუფლებას, რომელიც აგონიაშია, ძალადობის გარდა სხვა არაფერი დარჩენია.