ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილმა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილმა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა

მიხეილ სააკაშვილმა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, კოალიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ადამიანის ღირსება ფეხქვეშ არის გათელილი.

"მათ უნდათ, მთელი საქართველო ასეთად აქციონ. სააკაშვილმა თითქოს დასავლეთისკენ გაგვიღო კარი, მაგრამ სინამდვილეში წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა. მისი ყოველი მომხრე, ვინც რაიმე გამართლებას მოუძებნის ამ ჯალათებს თვითონ იქნება ჯალათი. ახლა მაინც ხომ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი რას წარმოადგენს ეს ვითომ დემოკრატიის შუქურა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მომხდარით სააკაშვილიც შეშფოთებულია, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ინფორმაციამ გაჟონა.

"ეს სიმხეცე სააკაშვილმა შეცდომად და სისტემის მარცხად მონათლა და ხელისუფლების წარმომადგენლები მიყოლებით თავს იმართლებენ, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებენ. ეს ყველაფერი მათი დაგეგმილია და მათი დავალებით ხდებოდა. ჩვენი ახალგაზრდების პროტესტმა მოიტანა ორი მინისტრის გადადგომა. ბზარი გაუჩნდა ახალაიების კლანს და სააკაშვილის რეჟიმს. ამათი პასუხისმგებლობის დღე მოახლოვდა – პირველი ოქტომბერი. მხოლოდ ამ დღის ეშინიათ და იმიტომ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა მოსახლეობას ასევე არჩევნებამდე თავშეკავებისკენ მოუწოდა და დაჰპირდა, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

"ამ ხელისუფლებას ბევრად მეტი საშინელებები აქვს ჩადენილი. ის, რაც ვნახეთ, მცირე ნაწილია მათი ურიცხვი დანაშაულისა. ყველა ხელისუფალი გასვრილია უმძიმეს დანაშაულში. ამ სიმხეცეში ყველა მონაწილეობს. წლების განმავლობაში შეგნებულად აშენებდნენ ამ სისტემას. ის, რაც ვნახეთ, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. ქურდული სამყარო დღეს კლანურ-მაფიოზურმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, მაგრამ ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ და სამართლიან მართლმსაჯულებას დავამკვიდრებთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა