ლადო ბურდული მიმართავს ქართველ ფეხბურთელებს, ციხეში გიორგი დემეტრაძე მოინახულონ

ლადო ბურდული მიმართავს ქართველ ფეხბურთელებს, ციხეში გიორგი დემეტრაძე მოინახულონ

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლადო ბურდული მიმართავს თანაგუნდელებს, რათა შევიდნენ ციხეში და გიორგი დემეტრაძე მოინახულონ.

"ჩემი გულისტკივილი ყველა პატიმარს ეხება და, რა თქმა უნდა, მათ შორის, გიორგი დემეტრაძესაც. გიორგიზე ზეწოლასაც არ გამოვრიცხავ, რადგან ნანახი ბევრ ეჭვს გვიჩენს. ეს ადამიანები არ უნდა დაისაჯონ უფრო მეტად, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს. გიორგი ჩემი მეგობარია, ერთად გვითამაშია ნაკრებში, ერთად ვჭამდით, ერთად ვცხოვრობდით და მასზე გული შემტკივა. ადვოკატის დახმარებით ვცდილობდი შემეტყო, რა მდგომარეობაში იყო გიორგი და, როგორ შემეძლო დავხმარებოდი. დიდი სურვილი მაქვს, მივმართო ფეხბურთელებს და თუ ეს შესაძლებელი იქნება, შევიდეთ ციხეში, მოვინახულოთ გიორგი და გავამხნევოთ", - ამბობს ბურდული.

ფეხბურთელის განცხადებით, შოთა არველაძისგან მას აქვს ინფორმაცია, რომ 2011 წელს პრეზიდენტის სახელზე დაიწერა მიმართვა გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც საფეხბურთო სამყაროს ბევრი წარმომადგენელი აწერდა ხელს. მათ იმედი ჰქინდათ, რომ დემეტრაძეს ამნისტიით გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

გიორგი დემეტრაძე 2010 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"